განცხადებები

იქნებ დროა, საქართველომ ეს გამოცადოს-ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში კოალიციურ  მთავრობაზე ისაუბრა:

«გვესმის, რომ რა ქმედებები განხორციელდება არჩევნებამდე და როგორ ჩატარდება, ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად. გეგმაა, დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას.

თუ ევროკომისიის მოცემული გზამკვლევის, ცხრა რეკომენდაციის შესაბამისად შედეგი დაიდება, ეს ძალიან კარგი ნიშანი იქნება. მე მოვუწოდებ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, სამთავრობო პარტიას, შეეცადონ, წარმოადგინონ ერთიანი ფრონტი ამ საკითხზე და შექმნან ევროპული პლატფორმა, რომელსაც ყველა შეუერთდება – როგორ ვაპირებთ, ვუპასუხოთ ამ რეკომენდაციებს და რა ვადებში,

გარკვეულწილად, ეს ასევე დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგზე. თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა, საქართველომ ეს გამოცადოს), ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს, ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და ქვეყნის ერთად მართვა.

მაგრამ არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ისევ და ისევ უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობასა და პარლამენტს ეკისრება. ჩვენ ვნახავთ, რის გაკეთებას აპირებენ უახლოეს თვეებში, რადგან ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს»- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი პოსტები

«გრიგოლ ვაშაძე არის ჩეკისტი!»-გოგა ხაინდრავა (ვიდეო)

«თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაცია მთავრობასთან უკვე დაიწყო…»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

ანგელა მერკელი რუსეთს აკრიტიკებს

დატოვე კომენტარი