თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად სპეციალური სივრცეა მოწყობილი.
ადგილზე ტესტირება ვირუსის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვის მიზნით ტარდება, რისთვისაც საშუალოდ 1000-მდე ადამიანის გატესტვაა საჭირო.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მსურველებს დღეს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დილის 09:30 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მივიდნენ.
Loading…