covid-19

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ. მომხმარებელს კოვიდბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.

კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდ

Joni Kvaracxelia

ლიტვაში თავაზობენ უცხოეთიდან დაბრუნებულთათვის თვითიზოლაციის მოთხოვნის გაუქმებას

471 ახალი შემთხვევა-გამოჯანმრთელდა 278, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა-ეპიდსიტუაცია საქართველოში

roma sajaia

დატოვე კომენტარი