სკანდალი

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ნასკას ხაზები დაზიანდა

მძღოლმა, 40 წლის ხესუს ფლორეს ვიგომ გამაფრთხილებელ ნიშნებს ყურადღება არ მიაქცია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული 3 ნახატი დააზიანა. ის არ დაემორჩილა ამკრძალავ ნიშნებს და სატვირთო ავტომობილით გადაკვეთა ნასკას ფერდობი.

ნასკას ფერდობზე (პერუ), უზარმაზარი გეომეტრიული და ფიგურული გეოგლიფების ჯგუფი პერუს სამხრეთით წარმოდგენილ გამოსახულებათა შორის — პირდაპირი ხაზები, სამკუთხედები, სპირალები, ჩიტი, მაიმუნი, ობობა და ყვავილებია. რამდენადაც, თითოეული გამოსახულება ათეულობით მეტრია დიამეტრში, დედამიწიდან მათი დანახვა (აღქმა) შეუძლებელია. ეს ქმნილებები XX საუკუნის დასაწყისში მფრინავებმა აღმოაჩინეს, როდესაც პერუზე პირველი გადაფრენები დაიწყო. ნახევარუდაბნოს ჰავის წყალობით, ფიგურები უძველესი დროიდან იქნა შემონახული.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკანდალში გაეხვია-აუდიტმა სასწავლებელში დარღვევები აღმოაჩინა

Joni Kvaracxelia

შალვა თათუხაშვილის საქმეში საქართველოს პროკურატურის მიერ საჯარო განცხადებების და ვიდეოს ფალსიფიკაცია

Joni Kvaracxelia

იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ არ დაემორჩილა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი