იულიუსის კალენდრის საიდუმლეობანი

0
69

რომაული კალენდრის მზესთან გასასწორებლად, იულიუს კეისარს მოუწია დაემატებინა დამატებით 90 დღე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წლისთვის, როდესაც მან შემოიტანა თავისი ახალი იულიუსის კალენდარი.

იულიუსის კალენდარი, ძველი სტილი (საშუალო წლიური ხანგრძლივობა — (საშუალო წლიური ხანგრძლივობა — 365,25 დღე) — მზის კალენდარული ტიპის წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შეადგინა ალექსანდრიელმა ასტრონომმა სოზიგენემ და შემოღებულ იქნა იულიუს კეისრის მიერ ძვ. წ. 45 წლის 1 იანვარს.

ადრე არსებულ კალენდრებისაგან განსხვაბებით, იულისუსის კალენდარი უფრო კარგად იმეორებდა ტროპიკული წელიწადის, ანუ მზის გარშემო დედამიწის ერთი შემოვლის რითმს, რის გამოც ის საუკუნეების მანძილზე დამკვიდრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც კალენდრის საუკეთესო ვარიანტი.

ყოველი წელიწადი, რომლის ნომერი ოთხზე იყოფა, ნაკიანია და შეიცავს 366 დღე-ღამეს, დანარჩენი წლები — 365 დღე-ღამეს. შესაბამისად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე და იგი 0,0078 დღე-ღამით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. როგორც ცნობილია ტროპიკული წელიწადი შედგება 365,2421897 დღისაგან (365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 45,19 წამი), ხოლო იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 1 დღე-ღამე 128 წელიწადში, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშნული სხვაობა მიიღწევა 3030 წლის შემდეგ.

1582 წელს, რომის პაპ გრიგორი XIII-ის ძალისხმევით იულიუსის კალენდარი შეცვალეს გრიგორიანული კალენდრით (ახალი სტილი).

სხვაობა იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის ციფრებში შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთმოყვანილ ცხრილში.

თვეების სია

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ