covid-19მსოფლიოში

იულია ტიმოშენკო კორონავირუსისგან განიკურნა

უკრაინელი დეპუტატი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ Facebook-ზე მისი პრესმდივანი მარინა სოროკა წერს.

„კარგი ამბების დრო დადგა. იულია ტიმოშენკოს ტესტის პასუხი უარყოფითია, კორონავირუსი დამარცხებულია. ტიმოშენკო თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. მას კვლავ აქვს ფილტვების ანთება, თუმცა მკურნალობას თავისი შედეგი მოაქვს“, — წერს მარინა სოროკა.

ტიმოშენკო კორონავირუსით 23 აგვისტოს დაინფიცირდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მედია წერდა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

აფხაზეთში კორონავირუსის ინფექციის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Joni Kvaracxelia

ჩრდილოეთ იტალიაში კარანტინი შემოიღეს. იზოლაციის ზონაში 16 მილიონი ადამიანი მოექცა

Joni Kvaracxelia

”საახალწლო სიურპრიზი” — ესტონეთმა რუსეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი