სოცქსელი

«იუდა რომ ქართველი ყოფილიყო, თავს რავა ჩამოიხრჩობდა?»

«იმაზე ვხალისობ, ერი დიმიტრის რომ ელოდება, გელოვანს, წინასაარჩევნოდ. ერთი ფეხი თუ დაუცდა, მერე რომ ჩაქოლონ, და ამაშიც თვითონვე დაადანაშაულონ…

სულ ვფიქრობ, იუდა რომ ქართველი ყოფილიყო, თავს რავა ჩამოიხრჩობდა? მერე გენახათ ქრისტეს დადანაშაულება და «აპრავდანიები», მაგ ფარჩაკი, მაგიო, იტყოდა, მაგან მაიძულაო, რომაელებს დაუპირისპირდა იქეთ, აქეთ სამღვდელოებასო, ვიღაცა ღატაკი, უსწავლელი ბიდლოს გულიზა კაი პონტებზე უარი თქვაო, კაი ხალხს დაუპირისპირდაო, მე რაღა მექნაო…

ასეა, უკვე ბევრი წელია იუდას ძვირს კაცი ვერ მათქმევინებს ❤ წავიდა, თავი ჩამოიხრჩო. გადაიხადა ყველაზე ძვირფასით, რითაც შეეძლო. აბა, სინანული არ ჰქონდაო, ვინცხა ღიპიანი ჭამაო გეტყვის, შვილო, სინანულიო 😄 უნდა შეეწირა ბლოკად, თუ ბლომად, ფული ებრაელების ეკლესიის, ბოდიში, სინაგოგისთვის, და ყველაფერი კარგად იქნებოდა! ერთ სინაგოგასაც აუშენებდნენ.

მოკლედ, არჩევანი ვერ გაუკეთებიათ ამ ძიებაში. ამდენ ძიებას რა ჰქვია, კი თქვა ცხონებულმა ოტიამ. და იყვნეი რაო, როგორც იტყვიან 😉

პ.ს. აბა, ნახეთ ახლა, რაფერ შეშინდნენ იუდას ხსენებაზე, რა ცოტა ლაიქები იქნება, ემანდ ზეცა არ გოუწყრეთ 😄

პ.პ.ს. ე, პილატე იყო კაცი! პილატე, პონტოელი, ჩვენი ჯიშისა, გეყურებათ?! არც მწვადი დაწვა და არც შამფური, საუკეთესო ქართულ ტრადიციებში ❤

პ.პ.პ.ს. ჰო, თვითმკვლელობა ცოდვაა, კიდევ… «-წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ელდა მეცა, როდესაც გიორგი გაბუნიას განცხადება მოვისმინე»-დიანა ღურწკაია

რატომ შეცვალა პუტინმა 1000-მდე პირადი თანამშრომელი?

«ბებო ქუჩაში აღარ დაიძინებს…ადამიანად იგრძნო თავი ძლივს, სითბოში და სისუფთავეში..გლოცავთ»

დატოვე კომენტარი