იტალიაში კორონავირუსით  30 მღვდელი გარდაიცვალა

0
253

არსებული ინფორმაციით იტალიაში კორონავირუსით  30 სასულიერო პირი დაიღუპა. ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს.

16 სასულიერო პირი ბერგამოში გარდაიცვალა, 15 ჰოსპიტალიზებულია.

ხუთი სასულიერო პირი გარდაიცვალა პარმაში. იტალიური მედიის ინფორმაციით, პარმაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 54 წლისაა.

ახალი კორონავირუსით იტალიაში ბოლო 24 საათში თითქმის 800 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 4 825 ადმიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულია 53 578.

პირველი არხი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ