covid-19მსოფლიოში

იტალიაში კოვიდპასპორტი ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა

იტალიის მთავრობამ კოვიდპასპორტები ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახადა.

შესაბამის გადაწყვეტილებას იტალიის მინისტრთა კაბინეტმა დღეს დაუჭირა მხარი. ამრიგად, იტალია იქნება პირველი ქვეყანა, სადაც კოვიდპასპორტის წარდგენა ყველა დასაქმებულს მოუწევს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

ახალი წესები 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება. შესაბამისი რეგულაციის მიხედვით, დასაქმებულს სამსახურში გამოცხადებისას მოსთხოვენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელების ცნობას ან კოვიდტესტის უარყოფით პასუხს.

სამსახურში კოვიდპასპორტის გარეშე მისვლის შემთხვევაში, დასაქმებული 600-დან 1 500 ევრომდე ოდენობით ჯარიმას გადაიხდის.

Loading…

მსგავსი პოსტები

უნგრეთი საქართველოს საზღვრებს არ უხსნის

«მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას, ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!»-გიორგი მარგველაშვილი

ჩრდილოეთ იტალიაში კარანტინი შემოიღეს. იზოლაციის ზონაში 16 მილიონი ადამიანი მოექცა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი