განცხადებები

«ის რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა დამპყრობელმა, თითქმის გამოუვიდა ივანიშვილს»-რას აცხადებს სააკაშვილი

«ხალხი ითხოვს 15, 20, 30 ლარს, მე ვერასდროს წარმომედგინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო საქართველოში. პრაქტიკულად, წარმოუდგენლად ნელა ხდება ტურიზმის აღდგენა, იმიტომ, რომ ამათ აცრეს მოსახლეობის მინიმალური ნაწილი. ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პროცენტზეა საქართველო აცრების რაოდენობით მსოფლიოში… საქართველოში ვერ ხდება ტურიზმის აღდგენა, ე.ი. შემოსავლის წყაროები ხალხს ვერ გაუხდება, ეს არის შეგნებულად გაკეთებული იმისთვის, რომ ადამიანი, რომელსაც პურის ფულის პრობლემა აქვს და სახლიდან ვერ გამოდის, ვერ გამოვა ვერც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ვერც გასაპროტესტებლად. ეს არის ივანიშვილის გათვლა, მაგრამ ჩემი აზრით, ამჯერად შეცდება, სწორედ ეს დამშეული, გაუბედურებული, გამწარებული ხალხი იქნება, რომელიც მოუღებს მათ ბოლოს. ეს არ არის შემთხვევითი პოლიტიკა, ეს არაა უბრალო შეცდომები, ეს არის შეგნებული პოლიტიკა ქართველი ხალხის გენოციდის, საქართველოს გადაშენების. ის რაც ვერ მოახერხა ჩვენმა ვერცერთმა დამპყრობელმა ამდენი წლის განმავლობაში, თითქმის გამოუვიდა ივანიშვილს»-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი «მთავარ აქცენტებში» აცხადებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე»-საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

roma sajaia

«არასდროს არ შემიწუხებიხართ არავინ…ადრესატი რუსკა მჭედლიძე ვისაც შეგიძლიათ დაეხმარეთ.დააჯარიმეს ქოცებმა ზუგდიდის არჩევნების გამო»-დავით ნებიერიძე

კახი კალაძის კომენტარი პარტია «ლელო საქართველოსთვის» დაფუძნებაზე

დატოვე კომენტარი