ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ «ლელოს» რიგები დატოვა

0
1138

ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ «ლელოს» რიგები დატოვა. ამის შესახებ ვრცლად თავის ფეისბუკპოსტში ისაუბრა:

«მივიღე გადაწყვეტილება «ლელოს» რიგებიდან გამოსვლის შესახებ.
არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლთანაც თუნდაც რამდენიმე თვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს.
ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით.
სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ — თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე.
ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და «იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო» მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა «ჩარევა სასურველია».
ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას.» — წერს ლაშა ბაქრაძე.

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველს“ ინტერვიუ მისცა. სადაც მან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. ინტერვიუს დროს,მამუკა ხაზარაძემ თქვა: „ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული და თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება. ანუ ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. [მათი უფლებები] ირღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი, ასე ვთქვათ, რაღაცა…“
თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ