ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო

0
68

დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ისრაელის სამი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა. დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ აუდიოგანცხადებაში საუბარია, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“ და პალესტინელი მებრძოლების სამიზნეს აეროპორტები და სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. მომხდარის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ