ქართველი ებრაელი ანა შიმშილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ისრაელში კერძო სკოლები არ არსებობს:
«რა დროს ეგაა, მაგრამ მოგიყვებით:
დღეს ჩემი გოგონა 18 წლისაა, არა აქვს არც ფეისბუქი, არც ინსტეგრამი, ზოგადად დროის დაკარგვად თვლის, მაგრამ იყო დრო ქონდა და ძალიან აქტიური მომხმარებელიც იყო, თინეიჯერების სხვადასხვა ჯგუფებში იყო გაწევრიანებული, მისი პაროლი მქონდა და მან იცოდა ყოველთვის ვამოწმებდი, აქეთ მთხოვდა ყურადღებას, შემოთავაზებული მეგობრების გადამოწმებას…
ასე 12-13 წლის იქნებოდა , ვნახე გვიანობამდე უკაკუნებდა კომპს.
ჩემი ყურადღება მიიქცია.
შევეკითხე:
— რა ხდება?
-რა ხდება და ჩრდილოეთიდან ერთმა გოგონამ დაწერა თავის მოკვლა მინდაო და უკვე რამიდენიმე ღამეა ვესაუბრები, რომ არაფერი სისულელე გააკეთოსო.
მაშინ, ჩემი გოგონას დახმარებით, ინფორმაცია მიიღო სკოლამ, რომ ბავშვს სახლში ყავს მშობლები, რომლებიც სცემენ, სადღაც ჩრდილოეთში 12 წლის ბავშვი დაუკავშირდა სკოლას, სკოლამ კი ის გოგონა წამოიყვანა სახლიდან…
წეღან ვკითხე თუ იცის რამე მის შესახებ, მითხრა რომ ის უკვე ჯარშია და ბედნიერია და ის გოგონა დღესასწაულებზე უგზავნის შერს მოლოცვებს…
შემდეგი შემთხვევა 15 წლის ასაკში იყო, შერმა სკოლის ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული, ვკითხე რა ხდებოდა, მითხრა რომ არაფერი, რომ ეს მას არ ეხება.
არ ჩავეძიე ორი მიზეზის გამო:
1. არასდროს არ მატყუებს.
2. რამე რომ იყოს სკოლიდან დამირეკავენ
გავიდა დრო და სულ ახლახანს გავიგე რატომ დადიოდა:
თანაკლასელი ფილიპინელი ბიჭი არეული იყო, ვერ ერკვეოდა საკუთარ ორიენტაციაში, ნერვიულობდა, თავს ითრგუნავდა სირცხვილისგან, მან კი მიიყვანა ფსიქოლოგთან…
ბოლოს ის ბიჭი ჰომოსექსუალია, მაგრამ საკუთარ თავთან მშვიდად მორგებული.
რისი თქმა მინდა, არ იფიქრით რომ ჩემი შვილია განსხვავებული, არა, ნუ, შეიძლება სხვაზე უფრო ცოტათი ყურადღებიანი კი, მაგრამ , აქ განათლების სისტემა, საბავშვო ბაღი, სკოლა, ფსიქოლოგები, სოც. მუშაკები, საზოგადოება! შეკრული მუშტია!
აქაც ბევრი ხარვეზია, აქაც ბევრია გასაკეთებელი განათლების სისტემაში და აკეთებენ კიდეც.. სულ აახლებენ! მაგრამ …
მე სერიოზულად არა ერთხელ, უკვე მერამდენედ გთავაზობთ ისრაელის სისტემის ელემენტებს, თუ დაგაინტერესებთ კიდევ უფრო დეტალურად შეიძლება მოწოდება.
რატომ ისრაელის?
არ ვიცი ისრაელის მსგავსი ქვეყანა:
#თავზე #რაკეტების ცვენა გქონდეს და მაინც #ბედნიერი და #ლაღი #ბავშვობა გქონდეს!
გამომიყენეთ, გამოგვიყენეთ, არ ვართ უცხოები, ეს სისტემა ზოგმა საკუთარ თავზე და ზოგმაც შვილებზე გავიარეთ.
ხალხო, ვიძლევით, აიღეთ!
პ.ს.
ისრაელში კერძო სკოლები არ არსებობს!
ბავშვები უბნის სკოლებში დადიან, მინისტრის შვილი და დამლაგებლის ერთ მერხზე სხედან! სკოლაში ფეხით, ჟრიამულით ერთად მიდიან და არა დედიკოს ჯიპებით!
ჩვენ ხომ ბავშვებს სიხარულს და ერთობას ჯერ კიდევ მაშინ ვუკლავთ, როცა ბავშვებს ჯიპებში ვკეტავთ?
სადაა ის ხალასი ჟრიამული ბავშვების ქუჩაში?
სკოლა რომ ლისზეა და ერთი ბავშვი ვაკეში ცხოვრობს, მეორე სოლოლაკშუ, მესამე თემქაზე, მეოთხე მთაწმინდაზე, მეხუთე საბურღალოზე და ა. შ. , ამიხსენით, სკოლის შემდეგ ბავშვი როგორ გადაირბენს კლასელთან სათამაშოდ, ან სამეცადინოთ?
როგორ გეცოდინება ვისთან იზრდება შენი შვილი, თუ ბავშვები შენთან სახლში 5 წლიდანარ მოდუან და ერთად არ თამაშობენ?
არც ერთი სკოლის ღონისძიება და ექსკურსია არ ჩამიგდია, მუდამ ვიყავი «თანმხლები» მშობელი, მივყვებოდი ექსკურსიებზე, ბავშვები დამიახლოვდნენ, კომფორტულად , თავისუფლად და ლაღად გრძნობდნენ თავს ჩემთან.
იცით ეს რამდენს ნიშნავს???
გადასასვლელებს კი თავად ნორჩი «ოქროს მორიგეები»- პატარა პატრულები არეგულირებენ ერთ უფროს -ნამდვილ პატრულთან ერთად სკოლამდე და სკოლის შემდეგ…
სკოლა დაკეტილი სივრცეა, ბუზი ვერ შეფრინდება.
მე, დედა, მივსულვარ სკოლუს სასწავლო პროცესის დროს რამდენჯერმე და პირადობის გარეშე და სკოლის დირექციის თანხმობის გარეშე, ჭიშკარს ვერ გავცილებივარ!
მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დაცვა/დარაჯი მიცნობს, მან ხელში საბუთი უნდა მიიღოს!
მოკლედ, ყველაფერს ვერ მოყვები… დაგჭირდებით? აქ ვარ.. ერთი ისეთი პროგრამა მაქვს, ის ერთი შეცვლის ყველაფერს!
ხო, სასკოლო ფორმაც უბრალო , ყველაზე იაფფასიანი ფუტბოლკა მაისურებია, მაიკები, უბრალოდ სკოლის ემბლემას დააბეჭდავთ…
უბრალოება!!!
(დღეს მაინც ხომ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ #ქართველები და არა #ნაც-#ქოცები!)
არ გაუმეოროთ ბავშვებს «ამ ცხოვრების დედაც»- არა! საკმარისუა ვინც ფიქრობდა მასე და წავიდა!
უთხარით ბავშვებს:
სიციცხლე გრძელდება!!!!
დიახ, გრძელდება.
სუიციდი ზოგჯერ ამ ასაკში გადამდებია! ნუ ეტყვუთ ამას ბავშვებს! ვირალურად ვრცელდება!
როდესაც გავიგებთ, რომ პრობლემა ამ ცხოვრებაში კი არა და ჩვენშია- მაშინ იქნება საშველი!
ამ ცხოვრების? — არა! ცხოვრება მშვენიერია!
ჩვენი დედაც!- ეს თუ ვერ გაგვიგია!»