მსოფლიოში

ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა ამოწმებს აშშ-ის პოლიტიკის საზღვრებს ღაზას ომის ფონზე

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბაიდენის მტკიცე მხარდაჭერა ისრაელისთვის ეწინააღმდეგება აშშ-ს გაცხადებულ მიზანს რეგიონული ომის პრევენციაზე.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა მოკლე, მაგრამ მკაცრი გაფრთხილება ირანის მიმართულებით, ირანის განცხადების საპასუხოდ, რომ სამაგიეროს გადაუხდის ისრაელს დამასკოს საკონსულოზე სასიკვდილო საჰაერო თავდასხმისთვის: „ნუ გააკეთებ ამას“.

მაგრამ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ირანი მიუხედავად ყველაფრისა, სავარაუდოდ დაიწყებს თავდასხმას, რაც რეგიონული ომის შიშს გააძლიერებს და ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების შეკავების ძალისხმევის საზღვრებს აჩვენებს.

აშშ-ის დაბალანსებულმა დამოკიდებულებამ ღაზას სექტორში ომის მიმართ, რომალმაც გააძლიერა დაძაბულობა, კიდევ უფრო გაზარდა ზეწოლა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე. აშშ უკვე ორ, ერთი შეხედვით, ურთიერთსაწინააღმდეგო პრიორიტეტს შორისაა მოქცეული: ისრაელისთვის უპირობო მხარდაჭერის შეთავაზება და ღაზას სექტორში კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება.

„ბაიდენი აორმაგებს ფორმულას, რომელიც აქამდე აბსოლუტურად დამღუპველი იყო“, — განაცხადა ტრიტა პარსიმ, ქუინსის ინსტიტუტის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.

პარსიმ ასევე განაცხადა, რომ ბაიდენს საყვედური უნდა გამოეცხადებინა ისრაელის მიმართ 1 აპრილს ირანის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმისთვის, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო კანონი და საფრთხე შუქმნიდა აშშ-ს ჯარებს რეგიონში.

მაგრამ, მისი განმარტებით, ბაიდენის ადმინისტრაცია პირიქით, ახალისებს ისრაელის მთავრობას დაპირებით, რომ მის სანაცვლოდ მხარს დაუჭერს.

შეერთებულმა შტატებმა — განსხვავებით მისი ზოგიერთი არაბი და დასავლელი მოკავშირეებისგან — არ დაგმო ისრაელის თავდასხმა ირანის დიპლომატიურ ობიექტზე სირიაში, რომლის დროსაც დაიღუპა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) შვიდი წევრი, მათ შორის ორი გენერალი.

თუმცა თეთრმა სახლმა დააჩქარა დისტანცირება აღნიშნული ფაქტისგან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასში შეერთებული შტატები არ მონაწილეობდა.

 

მსგავსი პოსტები

დღეიდან ისრაელში სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და სავარჯიშო დარბაზები გაიხსნა

ტუნისში დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს

ესპანეთში კორონავირუსის გამო კარანტინის პირობები მკაცრდება

დატოვე კომენტარი