ისრაელმა ლატაკიას დაარტყა: იქ რუსული ავიაბაზაა განთავსებული

0
37

ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიის მთავარი საზღვაო პორტის, ლატაკიის რაიონში, 28 დეკემბრის ღამეს შეუტიეს სამიზნეებს, იტყობინება სირიული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ხანძარი გაჩნდა. SANA ამტკიცებს, რომ თავდასხმა ფოკუსირებული იყო პორტის კონტეინერების ობიექტზე, რომელიც ცეცხლმა მოიცვა. ასევე, სირიული წყაროების ინფორმაციით, დაზიანდა რამდენიმე სახლი, საავადმყოფო და ტურისტული ობიექტები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
Vesty.co.il წერს, რომ რუსული მედია, რომელიც ლატაკიაზე თავდასხმას ავრცელებს, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იქვე მდებარეობს რუსული ხმეიმიმის ავიაბაზა.
საინფორმაციო სააგენტოები ხაზს უსვამენ, რომ თავდასხმის მოსაგერიებლად სირიის საჰაერო თავდაცვა გამოიყენეს, მაგრამ მათ დავალებას ვერ გაართვეს თავი. სირიის არმიის წყარომ განუცხადა SANA-ს, რომ დარტყმა 3:21 საათზე მოხდა ხმელთაშუა ზღვიდან.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ