ისრაელმა თავდასხმა განახორციელა ფორდოს ბირთვულ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს ქუმის პროვინციაში.
საინფორმაციო სააგენტოები IRNA და Tasnim ციტირებენ პროვინციის კრიზისების მართვის სააგენტოს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ისრაელმა შეტევა მოახდინა ფორდოს ობიექტზე“, თუმცა ხაზგასმულია, რომ „მოსახლეობისთვის საფრთხე ან რაიმე სახის რისკი არ არსებობს“.
შეგახსენებთ, რომ გასული უქმეების განმავლობაში ფორდოს ობიექტზე შეტევა ასევე განახორციელა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, რომლებმაც გამოიყენეს სპეციალურად მიწისქვეშა სამიზნეებისთვის განკუთვნილი მძიმე ბომბები — ე.წ. ბункერდამშლელები.