ისრაელის ელჩი რან გიდორი მშვიდობის კათედრალში ყურბან ბაირამის დღესასწაულს დაესწრო

0
166

31 ივლისს მშვიდობის კათედრალმა ყურბან ბაირამის დღესასწაული – ეიდ ალ-ადჰა (აბრაამის რწმენისა და მორჩილების გახსენება, რომელიც მზად იყო ღმერთისთვის შვილიც კი შეეწირა) აღნიშნა, რომელსაც ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი დაესწრო. ელჩმა მშვიდობის კათედრალის ინტერრელიგური მშვიდობის პროექტს 3000 ლარი შესწირა და მადლობა გადაუხადა კათედრალს მისი სამშვიდობო საქმიანობისთვის.
სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ბრძანა:
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ მოწვევისათვის და აგრეთვე, იმ ღირებულებებში წვლილის შეტანის შესაძლებლობისათვის, რომელსაც ეს ეკლესია ემსახურება.
ამ კოვიდ-კრიზისის მძიმე პერიოდში, როდესაც ადამიანები, თითქოს, უნდა გავერთიანებულიყავით, პირიქით, ისედაც დაყოფილებმა, უფრო მეტად დავყავით ერთმანეთი რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნებით. მე დღეს აქ ისრაელის სახელმწიფოს სახელით ვდგავარ; იმ ქვეყნის, სადაც იუდეველები, ქრისტიანები და მუსლიმები თანაცხოვრობენ და ამასთანავე, საერთო წმინდა სივრცე გააჩნიათ. მე დღეს ძალიან ამაყი ვარ და ძალიან მახარებს თქვენს მიერ წამოწყებულ პროექტში, იმ სიმბოლური შესაწირავით მონაწილეობა (რაც რეალურად, ზღვაში წვეთია, თუმცა ვიმედოვნებ, თავის როლს შეასრულებს), რომელიც მათთვის წმინდა სივრცის შენებით, სხვადასხვა ხალხების გაერთიანებას ემსახურება.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ წარმატებას ამ დიდ საქმეში!“
მეუფე ილია ოსეფაშვილის შეფასებით, “ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ისრაელის ელჩი მშვიდობის კათედრალში გადახდილ მუსლიმთა დღესასწაულში მონაწილეობს და კათედრალის ინტერრელიგიურ პროექტს თანხას სწირავს”.
მშვიდობის კათედრალში უკვე ტრადიციად იქცა მოძმე აბრაამული რელიგიების მნიშველოვანი დღესასწაულების აღნიშვნა და მუსლიმი და ებრაელი დებისა და ძმებისათვის მათი მილოცვა.
Ambassador of Israel at the Peace Cathedral
On the 31st of July, 2020, the Peace Cathedral observed a Muslim feast of Eid Al-Adha. The prayer service was attended by the Ambassador of Israel, H.E. Ran Gidor. The Ambassador thanked the Peace Cathedral for its peace building ministry and donated 3000 GEL for an inter-faith peace project.
„I am proud to be able to participate in the project initiated by the Peace Cathedral by making a modest contribution to it. I understand this is a drop the ocean but I hope it will play its role.“ said the Ambassador after having handed the check with the contribution towards the project.
„This is indeed a unique event when a Jewish Ambassador attends the Muslim feast day at a Christian Cathedral and makes donation to Cathedral’s interfaith project.“ Said Bishop Ilia Osepashvili after the service.
It is a customary for the Peace Cathedral to celebrate the main feast days with other Abrahamic religions. The Eid Al-adha is the feast which recalls one on the most significant episodes from the life of Abraham, who has been the paternal figure in Judaism, Christianity and Islam.
„The Judaeo-Christian and Islamic story of Abraham’s sacrifice is still relevant in this world which is torn apart by divisions, tribalism and violence.“ said Metropolitan Bishop Malkhaz Songulashvili in his homily, „The story of Abraham’s sacrifice is teaching us that the strong should not rise a hand over the weak, with or without a knife; The rich should not exploit the poor; the educated should not take advantage over uneducated; the majority representatives should not persecute minority representatives…“

წყარო

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ