განცხადება/მიმართვა

ისეთ ქვეყანაში ვიზრდებოდი, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვარ – დემნა გვასალია

New York Times Style Magazine-მა ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელთან, დემნა გვასალიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც დიზაინერთან მის კარიერაზე, ოჯახზე, აფხაზეთის ომსა და მოდაზე ილაპარაკეს.

ამასთან ერთად, ინტერვიუ შეეხო დემნა გვასალიას სექსუალურ ორიენტიციასაც, რაზეც მან თქვა, რომ საქართველოში მკვლელობის მუქარის გამო ვერ ბრუნდება.

,,მისი სექსუალური ორიენტაცია ისეთი რამ არის, რასაც დემნა ხმაში შეპარული სევდის გარეშე ვერ განიხილავს. ადრეული ურთიერთობა სამეზობლოში მყოფ მეგობართან მოულოდნელად დასრულდა ოჯახის წევრის მიერ მათი დანახვით და დემნას ბიჭის ხელახლა ნახვა აეკრძალა. პირველი კაცი, რომელიც მას შეუყვარდა – “მასწავლა, როგორ მყვარებოდა ის”, იძახის დემნა, “სამწუხაროდ, არა ის, როგორ მყვარებოდა საკუთარი თავი“.

თუმცა, ყველაზე შეურაცხმყოფელი ის არის, რაც არ მომხდარა: “საქართველოში ვერ დავბრუნები, რადგან ადამიანები მოკვლით მემუქრებიან… მათ შორის არის ბიძაჩემი“, – წერია სტატიაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

პუტინი უკრაინის ხელისუფლებას ტერორიზმში ადანაშაულებს და ზელენსკისთან შეხვედრის მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

Joni Kvaracxelia

მელია რომ გამიჯვნოდა ნაციონალურ მოძრაობას წარმატებას მიაღწევდა-გია ვოლსკი

ტესტირება აღარ დაუფინანსდებათ ესენციურ ჯგუფებს, თუ აცრილები არ იქნებიან – ამირან გამყრელიძე

დატოვე კომენტარი