საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან ექიმების შეხვედრისას მის ჰოსპიტალიზაციაზე საუბარი იყო, თუმცა ეს დღეს არ მოხდება.
როგორც ყიფშიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმები გაეცნენ სააკაშვილის ანალიზის პასუხებს, რომლის მიხედვითაც, მისი მდგომარეობა „განსაკუთრებით ცუდისკენ არ შეცვლილა“.
„გადაყვანის შესაძლებლობის თაობაზე საუბარი იყო, მაგრამ არა დღეს. აქ 3-4 საათის განმავლობაში გავეცანით ანალიზების პასუხებს. ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რაზეც ვსაუბრობდი, არაფერი განსაკუთრებით უარესობისკენ არ შეცვლილა“, — განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
Loading…