განცხადებები

ირმა ინაშვილს პროკურატურაში საპასუხო განცხადება შეაქვს

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პროკურატურაში საპასუხო განცხადება შეაქვს და «მწამებელი პარტიების» არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს.

ის «მწამებელ პარტიებს» ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას უწოდებს.

«პროკურატურაში მე შემაქვს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანთა მწამებელი ეს პარტიები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ადამიანთა წამება, ძალადობა, მრავლად დევს ფაქტები პროკურატურაში, მოიხსნან არჩევნებიდან. აი, ეს იქნება ჩემი განცხადების მოტივაცია», — ამბობს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს სახელით, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, სადაც მისი თქმით პარტია «პატრიოტთა ალიანსი» საარჩევნო პროცესებიდან უნდა მოიხსნას, რადგან ის ოკუპანტი ქვეყნიდან ფინანსდება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ-ს საელჩომ საქართველოში გუგუტიანთკარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა

Joni Kvaracxelia

«ახალგაზრდა ქალი უთოთი უწამებიათ. გილოცავთ მხედრიონის დაბრუნებას»

Joni Kvaracxelia

ჩვენი პოზიციები უცვლელია — გიგა ბოკერია

დატოვე კომენტარი