ირლანდიის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლეო ვარადკარმა შეწყვიტა სამედიცინო პრაქტიკა 2011 წელს, 2013 წელს მას ჩამოერთვა ლიცენზია.
ირლანდიის პრემიერ მინისტრმა ლეო ვარადკარმა, კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, აღადგინა თავისი ექიმის ლიცენზია და კვირაში ერთ ცვლაზე იმუშავებს, რათა თავის კოლეგებს დაეხმაროს კოროვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ირლანდიური რადიოსადგური RTE იტყობინება.
პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა დაადასტურა ეს ინფორმაცია. ”მისი ოჯახის ბევრი წევრი და მეგობრები მუშაობენ ჯანდაცვაში. მას გაუჩნდა სურვილი მისი მცირედი მონაწილეობით დაეხმაროს ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლაში.” — ნათქვამია პრემიერ მინისტრმის ოფისის განცხადებაში.
ლეო ვარადკარი მედიკოსთა ოჯახიდანაა. ის 2014–2016 წლებში იყო ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრი. თავად ვარადკარი, მისი მამა, ერთ-ერთი და, ასევე მისი ამჟამინდელი პარტნიორი — ექიმები არიან, ხოლო დედა და მეორე და — ექთნები. ვარადკარმა სამედიცინო პრაქტიკა 2011 წელს შეიჩერა, როდესაც ის პოლიტიკაში წავიდა, 2013 წელს მისი სამედიცინო ლიცენზია გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიაში დადასტურდა COVID-19– ის 4,6 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 137 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 25.