მსოფლიოში

ირლანდიის თავშესაფრებში ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდანაა

უახლესი სტატისტიკით, ირლანდიაში თავშესაფარის მაძიებელთა საცხოვრებლებში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ და უსწრებენ ისეთი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი, რომლებშიც ომი მძვინვარებს. კერძოდ, ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორი ივლისის სტატისტიკით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში ცხოვრობს საქართველოს 3432 მოქალაქე. მეორე ადგილზეა ნიგერია [2847], მესამეზე კი, ალჟირი [2543]. საქართველო აგრეთვე უსწრებს იმ ქვეყნებს, სადაც ამჟამად საომარი მოქმედებები მიმდინარეობს – სომალიდან მაძიებელთა რაოდენობა შეადგენს 2120-ს, სირიიდან – 249-ს. ქართველების მიერ ირლანდიაში თავშესაფრის ძიების საკითხი არახალია – „დუბლინ ინქუაირერის“ ცნობით, 2022 წელს საქართველოდან განაცხადი შეიტანა 2700 ადამიანზე მეტმა, 2021 წელს კი მათმა რაოდენობამ 340 შეადგინა. ამასთან ერთად, ირლანდიას საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში ჰყავს შეყვანილი, რაც ამცირებს მაძიებელთა შანსს თავშესაფრის მიღებაზე. უსაფრთხო ქვეყანათა სიაში საქართველო 2018 წელს მოხვდა, ხოლო 2019-ში საქართველოს ელჩი ირლანდიაში, გიორგი ზურაბაშვილი ამბობდა, რომ არ არსებობს „პოლიტიკური გარემოებები“, რომელთა გამოც საქართველოს მოქალაქეს ირლანდიაში თავშესაფარი შეიძლება დასჭირდეს.

გიგა გიგანი, თამარ ქუთათელაძე

მსგავსი პოსტები

ინდოეთსა და ბანგლადეშში ძლიერმა შტორმმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა

ლავროვს სომხეთში «ცხელი შეხვედრა მოუწყვეს»

მე თავზარდაცემული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ჯო ბაიდენის 13 თანამშრომელი… — დონალდ ტრამპი

დატოვე კომენტარი