ირანის ქალაქ ბანდარ აბასში (Bandar Abbas) ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა დაეწვა საავადმყოფო, სადაც რამდენიმე ადამიანი მიიყვანეს, რომლებიც სავარაუდოდ კორონავირუსით დაავადებულები იყვნენ.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო, შაბათს, 29 თებერვალს, Twitter–ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა ირან ინტერნეიშენალმა (Iran International).
ვიდეო კადრებში ნაჩვენებია, თუ როგორ იწვის ღობის უკან, სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთი შენობა და ამას უყურებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და აპროტესტებენ ბანდარ აბასში (Bandar Abbas) კოროვირუსით ინფიცირებულთა განთავსებას. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხანძარი ჩაქრა.
ირან ინტერნეიშენალის (Iran International) ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას არ მოეწონა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათი ადამიანი, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, გადაყვანილ იქნა ადგილობრივ საავადმყოფოში ქ. კუმიდან. თუმცა, ჰორმუზგანის სამედიცინო უნივერსიტეტის პრესსპიკერმა, ფატიმა ნორუზიანმა სატელევიზიო არხს განუცხადა, რომ ინფორმაცია ახალი პაციენტების ბანდარ აბასში გადაყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ساعتی پیش و درپی انتشار خبری درباره نگهداری چند بیمار مبتلا به #کرونا در درمانگاه شهرک توحید بندرعباس، شماری از مردم معترض به این اقدام با هجوم به درمانگاه، بخشی از آن را به آتش کشیدند. pic.twitter.com/CQVM7noFcQ
— ايران اينترنشنال (@IranIntl) February 28, 2020