განცხადება/მიმართვამსოფლიოში

ირანმა მხარი დაუჭირა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთი უკრაინაში ეწინააღმდეგება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მოსკოვი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო, სავარაუდოდ, თვითონ დაიწყებდა ომს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება.

„ომი რეალურად მძიმეა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ ახარებს უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, მაგრამ თქვენს შემთხვევაში რომ არ გამოსულიყავით ინიციატივით, მეორე მხარე დაიწყებდა ომს საკუთარი ინიციატივით“, – განაცხადა ჰამენეიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ დასავლეთი ძლიერი რუსეთის წინააღმდეგია და ნატოს “საშიში ორგანიზაცია” უწოდა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ამის შანსები ძალიან მცირეა, რომ რუსეთმა მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო-ორბანი

roma sajaia

“ჩემ ხმას დავით უსუფაშვილს მივცემ”-ალეკო ელისაშვილი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მჭიდრო მონიტორინგს-კელი დეგნანი

დატოვე კომენტარი