მსოფლიოში

ირანის ხელისუფლებამ დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. ირანი დონალდ ტრამპს და კიდევ 30 პირს სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს. განცხადება თეირანის პროკურორმა გააკეთა, რასაც უკვე მოჰყვა ინტერპოლის პასუხი.

ინტერპოლი ირანის შესაძლო მოთხოვნას შტატების პრეზიდენტის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შესახებ არ განიხილავს. შეგახსენებთ რომ ამა წლის 3 იანვარს,

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე ავიაიერიში განხორციელდა. რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ საჰაერო შეტევის სამიზნე ირანელი გენერალი, 62 წლის ყასემ სოლეიმანი გახდა. ავიაიერიშზე პასუხისმგებლობა პენტაგონმა აიღო.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ყასემ სოლაიმანი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენის გავრცელების მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. გენერალ-მაიორი, ირანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტაქტიკოსად მიიჩნეოდა. როგორც დასავლური მედია იუწყებოდა ყასემ სოლეიმანი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სულიერ ლიდერ აიათოლა ხამენეის შემდეგ, რიგით მეორე გავლენიანი ფიგურა იყო.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ყველა გზა ჩაკეტილია! ლონდონში ლეპსი ვეღარ წავა…

Joni Kvaracxelia

კორონავირუსის ფაქტები სომხეთში

დამალა თუ არა ჩინეთმა სიმართლე კორონავირუსის შესახებ? რა ინფორმაციას ფლობს ხუთი ქვეყნის დაზვერვა

დატოვე კომენტარი