ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმის სხდომაზე მოწმე და პროკურორი ერთდროულად იყენებდნენ ტელეფონებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროცესი პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის საქმეზე. დღევანდელ სხდომაზე მოწმედ დაიკითხა შსს-ს კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი დავით ქიტიაშვილი.
დაცვის მხარემ, ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა, შენიშნა, რომ მოწმე და პროკურორი ვაჟა თოდუა ერთდროულად იყენებდნენ მობილურ ტელეფონებს. ადვოკატმა მოითხოვა, მოწმეს დაედო ტელეფონი და საჯარო გაეხადა მიმოწერის ქეტსტი, რაზეც პროკურორებმა პროტესტი გამოხატა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაცვის მხარეს სთხოვა პროცესის გაგრძელება და თქვა, რომ მომდევნო სხდომებზე მოწმეების დაკითხვისას ტელეფონების გამოყენების კონტროლი გამკაცრდება. ასევე მოსამართლემ განუცხადა, რომ ყველა მოწმე დარბაზში შესვლამდე ტელეფონს ხმას შეუწყვეტს.