ირაკლი ღარიბაშვილო პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ, — ასე მიმარათა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც პარლამენთან ცოტა ხნის წინ მივიდა, პრემიერ-მინისტრს.
ჟურნალისტი კოლეგებთან ერთად პარლამენტში შესვლას ითხოვს.
ინგა გრიგოლიას თქმით, პრემიერ-მინისტრი მოძალადეა .
„ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენც ხომ სააკაშვილს დაგვაკავშირა. მოდი, ირაკლი ღარიბაშვილო, პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ. დამიჭირე, მე კი დავუმტკიცებ მთელს ქვეყანას და ყველას, რომ შენ ხარ მოძალადე და რომ თქვენს ძალადობას შეეწირა ჩვენი კოლეგა. მოვედით, აქ ვდგავართ და დაგვიჭირე.
აქ ვდგავარ მე, მე შევპირდი ლექსოს, სანამ გარდაიცვლებოდა 2 დღით ადრე, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან -თქო. ახლა ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლო მისი უფლებებისთვის. ხოდა, აქ ვდგავარ „ტრი ტრი“, მეცხრედ გეუბნები, დამინახავ! ბევრჯერ დაინახავ ტელეკომპანია პირველის ან სხვა თავისუფალი მედიის სახეს, შე, მოძალადე პრემიერო!
რატომ მოგვიწყეს სპეცოპერაცია მედიას, მაინტერესებს, გაგვცენ პასუხები. მიცვალებულს რომ ყველანაირ სიბინძურეს უგორებენ, ცდილობენ მის შეურაცხყოფას, სამარცხვინოები და ვის გაუბედა მუქარა მასხარა პრემიერმა, კომიკურმა პრემიერმა. დღეს ვის გაუბედა ? მედიას დაემუქრა ? “- განაცხადა გრიგოლიამ.
მან მედიის წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა, ჰქონდეთ პროტესტის განცდა იმის გამო, რომ პრემიერმა ისინი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა.
„იცით რა მაინტერესებს, პროტესტი არ გაგიჩნდათ მართლა, მედია, თქვენ, ოპერატორებმა, ვინც ლექსოს სოლიდარობის ნიშნად ახვედით და იქ კამერები დადეთ, არ გაგიჩნდათ პროტესტი პრემიერმა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში რომ დაგადანაშაულათ? გაგიჩნდეთ პრეტესტი, მედიაზე მეტი ძალა, ამ ქვეყანაში არავის აქვს! თქვენ თუ იქნებით ერთიანები, ოპერატორები, ჟურნალიტები, მაშინ ვეღარ გაგიბედავთ ხელისუფლება!“- განაცხადა გრიგოლიამ.