განცხადებები

ირაკლი კობახიძე უკრაინას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რჩევას აძლევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს, რომ  მიხეილ სააკაშვილი რომელიმე  თანამდებობაზე არ დანიშნონ.

«უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც არის ისტორიულად საქართველოს მეგობარი და შესაბამისად ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე გავლენა არ უნდა იქონიოს, თუმცა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს არ ვურჩევდი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ ვიცით წინა შემთხვევაში, როგორ დასრულდა ასეთი გადაწყვეტილება. შედეგი, ამ შემთხვევაშიც, იქნება იგივე, როცა საქმე ეხება ავანტიურისტის დანიშვნას რაიმე პოზიციაზე, ბუნებრივია, შედეგი არის ყველა შემთხვევაში გარდაუვალი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რჩევებით შემოვიფარგლოთ», — განაცხადა ირაკლი კობახიძემ «მაესტროს» ეთერში და დასძინა, რომ «მთავარია, ის [მიხეილ სააკაშვილი] საქართველოში უფრო ნაკლები აქტუალობით სარგებლობს და ამის დასტური იყო შუალედური არჩევნები»-განაცხადა კობახიძემ «მაესტროს» ეთერში

შეგახსენებთ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა, უკრაინის  პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აღუდგინა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ანიტა რაჭველიშვილის ღია პროტესტი

«შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ…»-ზურაბიშვილი სკანდალურ შეწყალებებზე

Joni Kvaracxelia

უკრაინის მიმართ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მცირე ნაწილიც კი არ ეთმობა ეთიოპიას, იემენს, ავღანეთს, სირიას და სხვა ქვეყნებს — ჯანმოს დირექტორი

დატოვე კომენტარი