ირაკლი კობახიძე არ დაესწრო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მიღებას თბილისში
2025 წლის 2 ივლისს, თბილისში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ დაესწრო. მთავრობის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე.
მიღებაზე იმყოფებოდნენ ყოფილი ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი, ოპოზიციური ლიდერები გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მმართველი გუნდის მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ღონისძიებაზე არ გამოჩენილა.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე წელს 249-ედ აღინიშნა. ეს იყო პირველი წელი, როცა დღესასწაული საქართველოში სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე აღინიშნა — პარტნიორობა 2024 წლის 30 ნოემბერს შეაჩერა აშშ-მა, „აგენტების კანონის“ მიღებისა და საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის შემდეგ.
2024 წლის ივნისიდან აშშ-მა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს — ჯამში 100-ზე მეტ პირს.