განცხადებები

«ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რაზეც პასუხი გავეცი»-ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მასსა და უმრავლესობის დეპუტატ, ირაკლი ბერაიას ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ  ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტის დარღვევის გამო. კომიტეტის თავმჯდომარეს მივმართე, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ, ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რაზეც პასუხი გავეცი.

ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის ეთიკას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, თუმცა ჩემს ქმედებას ეს მაინც არ ამართლებს. უბრალოდ ყველასთვის ნათელია, რომ ეს ინციდენტი არ წამომიწყია, მე მხოლოდ პასუხი გავეცი მის არაკორექტულ შეფასებას.

ბერაია გააღიზიანა ჩემმა რეპლიკამ. პროცედურის მიხედვით განისაზღვრა, რომ კანონპროექტზე დეპუტატების მხრიდან შეფასებები იქნებოდა ბოლოში. ბატონმა ბერაიამ ეს შეთანხმება დაარღვია, ამიტომ თავმჯდომარეს მივმართე, რომ თუ ბერაიას ექნებოდა აზრის გამოთქმის საშუალება, მაშინ სხვა სხვა დეპუტატებსაც იგივე შესაძლებლობა მისცემოდათ. რამაც გააღიზიანა ჩემი კოლეგა და გადაწყვიტა, რომ შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოემართა ჩემთვის. მე არ მოვითმინე და გავეცი საკადრისი პასუხი, თუმცა ეს პასუხი არ იყო ეთიკური, ბოდიშს ვუხდი დამსწრე საზოგადოებას“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«სახელმწიფო აღარ ვართ, ნარკოტრაფიკის დასაყრდენი საბაჟო გავხდით»-ჩარკვიანი

„ისინი რომ მიდიოდნენ, ვიცოდი…ეს მათი გადაწყვეტილებაა»-კახა კალაძე

ნიკა მელიას შეუძლია დღესვე გამოვიდეს ციხიდან, – ირაკლი ღარიბაშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი