სხვადასხვა

იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა, რომ  „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

„კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!“, – აღნიშნულია გრძელიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.

მსგავსი პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ბათუმში სკოლასთან მდებარე სკვერში, მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ნინო ხოშტარიამ “რუსთავი2” დატოვა

დატოვე კომენტარი