covid-19

ინფიცირებულ ტაქსის მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე — ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 27 ნოემბრიდან იმყოფებიან. ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით — ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.

„ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000– 2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

Paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსი დაუდასტურდა ინგოროყვას კლინიკის ერთ ექიმს

13 სექტემბრიდან აცრილებისთვის გათამაშება იწყება

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტი გაჭიანურებულ კრიზისზე აფრთხილებს…

დატოვე კომენტარი