BBC-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვიეტნამში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადების 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ვიეტნამისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ეს შემთხვევა გასულ კვირას 3 თვის განმავლობაში პირველად გამოვლინდა საკურორტო ქალაქ დენანგში.
ქვეყანაში ინფიცირების 509 შემთხვევაა დადასტურებული და ის მიიჩნევა ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.
Loading…