ინკების საბედისწერო განაჩენი — ბეცი პოლიტიკოსებისგან

0
76

საუბარი იქით მიმყავს, რომ დავეთანხმო მეცნიერებს:
ერთ ადამიანს, შეუძლია დაამხოს, ან გადაარჩინოს ცივლიზაცია…
საფრთხე დიდია, რადგან გენიოსები პოლიტიკაში არ მიდიან და მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებზე ვრცელდება… მხოლოდ ფულის საშოვნელად მოსულები მხოლოდ ისეთ ქვეყნებში როდი არიან, როგორიც ჩვენ ვართ…
პოლიტიკა აქ და ბევრ სხვაგანაც მხოლოდ ფულის საშოვნელად არსებობს…

ალალბედზეა დამოკიდებული სამყაროს მართვის სისტემა…
ცხადია, ოქრომ და სრულიად უვიცმა გაუნათლებელმა პისარომ საბედისწერო როლი შეასრულა უძველესი ცივილიზაციების ცხოვრებაში.
ყოფილმა სამხედრომ და სხვისი ქონების ძარცვა-გლეჯაში დახელოვნებულმა -თავი მოუყარა მასავით ოქროსთვის ყველაფერზე წამსვლელ ორმოცამდე (საკრალური ციფრი შემდეგ 180-ამდე გაიზარდა) ყაჩაღს და მათთან ერთად როგორც „უბრალო მოგზაურმა“ ორი წელი იხეტიალა ინდიელ ტომებს შორის, კარგად დაზვერა იქაურობა, ადგილობრივები ზოგი დაშინებით, ზოგიც ქრთამით გადმოიბირა და დანამდვილებით დააზუსტა, რომ ნამდვილად არსებობს „ოქროს იმპერია“, რომელზეც აქამდე მხოლოდ ლეგენდები არსებობდა და ისიც, რომ მათი სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად მისი ძალები საკმარისი არ იქნებოდა.
მიზნის მისაღწევად ესპანეთის მეფეს კარლოს მეხუთეს მიმართა საკუთარი პროექტით: ინკებზე თავდასხმის ოფიციალური ნებართვის მიღების შემთხვევაში ხაზინისთვის არნახული სიმდიდრის შემოტანის შესახებ… ბჭობის შემდეგ მეფის კარზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არაფერს დაკარგავდნენ, თუ პისაროს მიანდობდნენ „დიდი ოქროს„ მოპოვების ბედს და წარუმატებლობით არაფერს დაკარგავდნენ, ხოლო წარმატების შემთხვევაში — მოგებულები დარჩებოდნენ. ასე დაინიშნა ექსპედიციის ხელმძღვანელად პისარო. საკუთარ ძალებსა და ინფორმაციის სისწორეში ღრმად დარწმუნებულმა მეფისგან კაპიტანგენერლის ტიტულის და ინკებზე თავდასხმის უფლების მინიჭების შემთხვევაში იმ დაპყრობილი მიწების გუბერნატორობის, ანუ მათზე ერთპიროვნული კონტროლის განხორციელების ოფიციალური პირობის მიღების შემდეგ საქმეს შეუდგა.

ფრანსისკო პისარო

რეალობის აღსაწერად საიდუმლო მზვერავებთან ერთად , ისტორიკოსები და მეცნიერები აახლეს, მათ შორის იყო ისტორიკოსი ერნანდო დე სოტო, რომელმაც ღირსეულად და პატიოსნად შეასრულა დავალება: რეალური ისტორია მის მიერ პირდაპირ საველე მდგომარეობაში იწერებოდა, მაგრამ მისი მნიშვნელობა არც იცოდა და არც ედარდებოდა პისაროს, არც ყურადღებას აქცევდა და არც არად დაგიდევდათ რამეს — ოქროს გარდა.
პისაროს მომცრო მოდელები დღეს საქართველოში უხვად მოიპოვებიან და ისინი არც ამ ყაჩაღზე და არც პირადად მათზე ნაწერს დაგიდევენ, მთავარია იშოვონ — ოქრო და ავიწყდებათ, რომ პიაროსავით დაასრულებენ…
მსოფლიოში გავრცელებულ ინფორმაციას ინკების იმპერიის შესახებ სწორედ ეს სანდო წყარო ერნანდო დე სოტოს ჩანაწერები დაედო საფუძვლად:
ის წერდა, რომ:
პისარომ ადგილობრივები წაიგდო წინ და სრულიად წარმოუდგენელი ბილიკები ციცაბო კლდეებში მიაგნო მათ. ინკებს რომ ეჭვი არ მიეტანათ, ფეხშიშველები ვაჭრების მანტიებში მალავდნენ იარაღს, ცხენებს თივით სავსე ხურჯინები გადაკიდეს და სრულიად უსაფრთხოდ ისე შევიდნენ ქალაქში, რომ იქაურებს ეჭვიც არ შეუტანიათ მათ ავისმზრახველობაში.
ინკებისთვის ოქრო არავითარი ღირებულებას არ წარმოადგენდა. მათი დიდი ნაწილი ხელოვნების ნიმუშების დამზადებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მათთვის ოქრო ისე იყო, როგორც ქართველი მექოთნისთვის — თიხა. ყველაფერი ოქროსგან და ვერცხლისგან ჰქონდათ ნაკეთი, თვით ღობეებიც კი… ოქროს “მზის ოფლს” ეძახდნენ, და ვერცხლის “მთვარის ცრემლებს” და ამ „უბრალო“ ნივთის გამო მათ თუ ამოსაწყვეტად გაიმეტებდნენ, არ მოლოდნენ: რომ მოეთხოვათ, ალბათისედაც დათმობდნენ, მსხვერპლი საჭირო არ იქნებოდა…
მაგრამ …
მოსახლეობას მათ ფერდობებზე შეფენილი პიაროს ბანდიტები ვაჭრები ეგონათ, როგორც ეს სწორად გათვალა მათ შინაგან ბუნებაში უკვე სრულიად გათვითცნობიერებულმა პისარომ. ადგილობრივებს ქსოვილების დეფიციტის გამო მათი გამოჩენა გაუხარდათ, რადგან ღირებულებად მხოლოდ ქსოვილს მიიჩნევდნენ და ამ ფეხშიშველა „ვაჭრებს“ ელოდნენ.
პისაროს ეშმაკური ხერხით სიფხიზლემოდუნებულ ინკებს გონს მოსვლა არ აცალეს: ნამდვილ პირველ სასაკლაოზე 6 000 მშვიდობიანი მოსახლე ინკი იმპერიის ცენტრში ისე ჩახოცეს, რომ თავად ერთიც არა თუ არ დაჭრილა, არც დაზიანებულა. ინკებმა ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ არაფერი იცოდნენ, მხოლოდ რაინდულ შვილდ-ისარს, მახვილს იყენებდნენ და ფარიკაობაში იყვნენ გაწვრთნილები…
და — პისარო უსასტიკესი პირწავარდნილი ყაჩაღი — ყოფილი სამხედრო კამპანიების ვეტერენი მასავით 180 თავზეხელაღებული ყაჩაღის და 67 ცხენით შვიდი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ადგილობრივი ინდიელების უმოწყალოდ ხოცვას კუნძულ ესპანიოლაზე.
მეისტორიე ერნანდო დე სოტოს თქმით, ინკებში იმ დროს „ყვავილის“ ეპიდემია მძვინვარებდა, ყოველ კუთხეში მომაკვდავების კვნესა ისმოდა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ პისაროს პირუტყვი ყაჩაღების მიერ ტყვედ ჩავარდნილ ერთ-ერთ ძმას — მეფობის პრეტენდენტს — ატაჰუალპას დროებით სამეფო ყველა პრივილეგია შეუნარჩუნეს, რათა ოქრო-ვერცხლი უკლებლივ ჩაეგდოთ ხელში. ამ დროს მოხდა ისეთი რამ, რამაც საფუძვლიანად გააოცა წერა-კითხვის სრულიად უცოდინარი პიარო:
უფლისწულმა 20 დღის განმავლობაში ისწავლა ესპანური ენა და წერა-კითხვა და უკვე ამ ენაზე ლაპარაკობდა…
უფლისწულმა დამპყრობლებს ოქროსადმი სიხარბის დაუძლეველი გრძნობა — პირზე „დორბლის მოდენით“ — შეამჩნია და გადაწყვიტა ამ გაუმაძღარ „წვეროსნებზე“ — ყაჩაღები გაუპარსავები იყვნენ, უზარმაზარი განძით მოეხდინა ზეგავლენა და გამოსასყიდ რამდენიმე კვადრატული ოთახის ოქროს ზოდებით და რამდენიმე ქოხის ვერცხლით გავსება შესთავაზა. განძის რაოდენობის გამხელით ინკების პოტენციურმა მმართველმა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა:
მბრძანებლის სიტყვის შესასრულებლად ინკები რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდნენ ოქრო-ვერცხლს საკუთარი მეფის დასახსნელად და განძი მტარვალებს უკლებლივ ჩააბარეს, მაგრამ მმართველი ვერ გადაარჩინეს…

ამ სურათზე უფლისწულის სიკვდილით დასჯის სცენაა ასახული.
როგორც კი განძი სრულად ჩაიბარა, დაუნდობელმა პიარომ და მისმა ყაჩაღებმა უფლისწული სახალხოდ ჩამოახრჩვეს და შემდეგ დაწვეს.
შემდეგ ოქრო-ვერცხლს დიდხანს ეზიდებოდნენ გემებისკენ.
ატაჰუალპას სიცოცხლისთვის გაღებული გამოსასყიდი საგანძური ესპანელებმა გადაადნეს. ოქროს წონამ 6 078 კილოგრამი შეადგინა, ხოლო ვერცხლის 11 793 კილოგრამი.
ხმები ინკების იმპერიის არაჩვეულებრივი სიმდიდრის შესახებ, მალე გასცდა მის ფარგლებს და ქვეყანაში ნადავლის მოყვარულთა ახალი ტალღის მოზღვავება გამოიწვია და თუ რამე გადაურჩა პიაროს და მის ყაჩაღებს ახლა სხვები ცდილობდნენ მის დაუფლებას და ესპანელთა ჩამოსვლიდან და ინკების სახელმწიფოს დაპყრობის 50 წლის შემდეგ ტაუანტინსუიუს მოსახლეობა 7 მილიონი ადამიანიდან 500 ათას კაცამდე ჩამოვიდა.
სიღატაკე და სიცივე, კატორღული შრომა და ევროპელთა მიერ შემოტანილი დაავადებები მუსრს ავლებდა ერთ დროს აყვავებული მრავალრიცხოვანი ქვეყნის მოსახლეობას. მრავალი მათგანი სიკვდილს ოქროს და ვერცხლის მაღაროებში ნახულობდა, სადაც მათ ძალით ამუშავებდნენ. ინკების ცივილიზაციის ვერც ერთმა სფერომ ვერ გაუძლო ევროპელთა ძალადობას.
საბოლოოდ გაუმაძღარმა, გაუნათლებელმა, ბრიყვმა, მაგრამ სამეფო დონიდან მხარდაჭრილმა ყაჩაღებმა ინკთა იმპერატორების მუმიები დაწვეს, ოქროსა და ვერცხლის საუკეთესო ნაკეთობები ევროპაში კარლოს V-თვის საჩუქრად გაგზავნეს, რომელმაც ისიინი ჯერ სევილიაში გამოაფენინა, ხოლო შემდეგ გამაოგნებელი ვანდალიზმი ჩაიდინეს – სახელმწიფომ მეფის ბრძანებით ინკების ხელოვნების ეს საუკეთესო ნიმუშები — გადაადნეს.
1572 წელს, ესპანელებმა ქალაქ კუსკოს მოედანზე თავი მოჰკვეთეს ინკების უკანასკნელ ბელადს, ტუპაკ ამარუს, რითაც დასრულდა ინკების დინასტია.
ხოლო მათგან წამოღებული გადამდნარი და სახელმწიფო ხაზინად ქცეული ოქროს ზოდები 1939 წელს ესპანეთმა შესანახად საბჭოთა კავშირის ბელადს — სტალინს რამდენიმე გემით გამოუგზანა და მათი კვალი გზაშივე დაიკარგა.
პისარო შთამომავლობამ ქონების განაწილებისას „საკუთარ ნეხვში ჩაახრჩო“…
ოქრო „შურისმაძიებელიაო“, ამტკიცებდნენ ინკები:
მათი გარდაცვლილი საპა ინკებისა (იმპერატორების) და მათი ცოლების მუმიებს ცოცხალივით ხელშეუხლებლად ჩვენთვის დღემდე უცნობი რაღაც ქიმიური პროცესებისა და ბალახების საშუალებით ინახავდნენ. ყველა საიდუმლო გაამხილეს ამ ერთის გარდა.
ინკები კარგა ხანია აღარ არიან.
ჩვენამდე მოაღწია ზოგიერთმა ზეპირსიტყვიერების ნიმუშმა. მითებიდან ერთ–ერთიის თანახმად: “ესპანელმა დამპყრობლებმა ხელთ იგდეს ინკარი, მზის ღმერთის შვილი, სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს. მისი თავი, თანამედროვე ვერსიით, საიმედო ადგილას არის გადამალული და მას ახალი ტანი გამოებმებაო“ —
პერუელებს დღესაც სჯერათ, რომ უძლეველი ინკარი ძველი ცივილიზაციის აღსადგენად აუცილებლად დაბრუნდება.
რატომაც არა…
ჩვენც ხომ გვჯერა:
„ეღირსებაო ლუხუმსა, ლაშარის გორზე შადგომა“…

მეორე ნაწილი იხილეთ აქ…

პირველი ნაწილი იხილეთ აქ…

ქეთევან ჩემია, სვანეთი — კალა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ