ინდოეთი: დღეში 400 ათასზე მეტი Covid-19-ის შემთხვევა

0
431

ინდოეთი განაგრძობს Covid-19 ინფექციების ყოველდღიური ზრდის ახალი რეკორდების დამყარებას — ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 400 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებული ადამიანი დარეგისტრირდა. ღამით, ხანძარი გაჩნდა ინდოეთის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს კორონავირუსის განყოფილებაში. ამასობაში, ავსტრალიის ხელისუფლებამ აუკრძალა ქვეყანაში შესვლა მათ, ვინც ინდოეთში იმყოფებოდა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 401,993 ახალი ინფექციაა გამოვლენილი. პანდემიის დაწყებიდან Covid-19– ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის  3,5 ათასით გაიზარდა, 211,8 ათას ადამიანამდე. უფრო მეტიც, ზედიზედ მეათე დღეა, რაც ყოველდღე 300 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

დღემდე ინდოეთში მხოლოდ ექიმებსა და 45 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეეძლოთ აცრა. 1 მაისიდან კი ქვეყანაში დაიწყო 18-45 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია, მაგრამ რამდენიმე შტატის ხელისუფლების განცხადებით ვაქცინის დოზები საკმარისი არ არის.

დელის მთავარმა მინისტრმა, არვინდ კეჯრივალმა ხალხს სთხოვა, რიგში ნუ დადგებიან ვაქცინაციისთვის, რადგან ინდოეთის დედაქალაქს ჯერ არ მიუღია საჭირო რაოდენობის წამლები. «ჩვენ მოგიწოდებთ უახლოეს დღეებში ნუ გადაიტვირთავთ ვაქცინაციის ცენტრებს რადგან საჭირო რაოდენობის წამლები არა გვაქვს. ქვეყნის მასშტაბით უამრავი ადამიანი დარეგისტრირდა ვაქცინაციაზე, მაგრამ ჩვენ ვაქცინები ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან და იმედი გვაქვს, რომ რამოდენიმე დღეში წამლებს მივიღებთ”. — განაცხადა მან.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ