ინდოეთის დედაქალაქ დელიში დემონსტრანტებმა სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი 6 ადამიანი გარდაიცვალა აქციის მონაწილეები მოქალაქეობის შესახებ ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს ინდოეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. თუმცა კანონი მხოლოდ არამუსლიმებზე ვრცელდება. ინდოეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ასე მათ მშობლიურ ქვეყნებში შევიწროებისგან იხსნიან. ინდოეთის მოსახლეობა შიშობს, რომ ეს მიგრანტების ნაკადის გაზრდას გამოიწვევს. საპროტესტო აქციები უკვე 5 დღეა გრძელდება. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, აქციის მონაწილეებმა კი სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და რამდენიმე ავტომობილსა და ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს.
previous post