მსოფლიოში

ინგუშეთში განადგურებული ბოევიკების ფოტოები კროკუსზე თავდამსხმელებად გაასაღეს

კროკუსში  მომხდარი ტერაქტის შემდეგ, VChK-OGPU ტელეგრამ არხმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც განთავსდა წვერიანი მამაკაცების ფოტოები და მითითება, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილები იყვნენ ინგუშეთის ადგილობრივი მაცხოვრებლები. ასევე გამოქვეყნდა სავარაუდო ძებნილთა სახელები (გურაჯევ ამირხან — დაბ. 1989 წ., ადამ ოზდოევი — დაბ. 1987 წ. ცუროევ ზელიმხან — დაბ. 2000 წ.) და დაბადების წლები. ამ პოსტში წყაროს დადასტურება ან მითითება არ ყოფილა. პოსტი მოგვიანებით წაიშალა.

„VChK-OGPU“ პოსტში მითითებული ადამიანების გარდაცვალება 4 მარტს დაფიქსირდა. ინგუშეთში CTO-ს დროს ისინი ლიკვიდირებულ იქნენ. პუბლიკაციები შეიცავს იგივე სახელებს და ფოტოებს.

რუსული მედია არ ავრცელებს ინფორმაციას ინგუშეთის ადგილობრივების ტერაქტში მონაწილეობის შესახებ. პუბლიკაციები VChK-OGPU არხის პოსტის თემაზე გამოქვეყნდა მხოლოდ ყალბი ინფორმაციის მოხსნის კონტექსტში, ამის შესახებ სამმა გამოცემამ დაწერა. ამრიგად, 66.ru, Lenta.ru და krym.news წერდნენ ყალბი მონაცემებით პოსტის წაშლის შესახებ.

ამ დროისთვის სოციალურ ქსელებში კროკუსში მომხდარ ტერაქტში ინგუშეთის მკვიდრების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

მსგავსი პოსტები

შეტაკებები ლიბანში

გერმანიაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა შემცირდება

ვარშავაში ავტობუსის ხიდიდან გადმოვარდნას მსხვერპლი მოყვა

დატოვე კომენტარი