განცხადებები

«იმ სახურავზე ავედი, საიდანაც ჩემი ძმა გადმოხტა. მინდოდა ჩემს თავზე წარმომედგინა და განმეცადა»-ლუკა სირაძის ძმამ (ვიდეო)

15 წლის გარდაცვლილის ძმამ «მთავარ არხთან» განაცხადა, რომ  იმ სახურავზე ავიდა, საიდანაც მისი ძმა გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„იმ სახურავზე ავედი, საიდანაც ჩემი ძმა გადმოხტა. მინდოდა ჩემს თავზე წარმომედგინა და განმეცადა, რა დაინახა როცა იქ ავიდა და ქვემოთ გადმოიხედა… ძალიან გამიჭირდა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი მეც მენახა და წარმომედგინა“, -განაცხადა ლუკა სირაძის ძმამ.

«ალბათ წარმოიდგინა, რა საფრთხე შეიძლება შეგვხებოდა მის ოჯახს… ჩემს ძმას ვიცნობდი როგორც ძლიერ პიროვნებას, თუმცა მაინც ბავშვი იყო. დაკითხვის განმავლობაში როცა რამდენიმე პოლიციელი ცდილობს სასურველი ჩვენების მოპოვებას, შეურაცხმყოფელი სიტყვებით და მუქარით, ყველაფერი მოქმედებს. ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი, რის გამოც სახურავზე ავიდა, ვიყავი მე, ალბათ ფიქრობდა, რომ მის გამო შეიძლება მე შემქმნოდა პრობლემები და ეს არ უნდოდა“, — განაცხადა ბექა სირაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«მგო­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე…»-ნიკა არაბიძე «რუსთავი2»-ში დარჩენაზე განმარტებებს აკეთებს

«არ მოგვწონს, როდესაც იყენებენ სხვადასხვა მედიას, პროდასავლური მედიის ჩათვლით, რუსეთ-საქართველოს პოტენციური თანამშრომლობის გასანადგურებლად»-სერგეი ლავროვი

Joni Kvaracxelia

ამ წუთებში! საგანგებო ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში (ვიდეო)

დატოვე კომენტარი