სოცქსელი

“იმ დღეს ნინო გულში რომ ჩავიკარი, მარტო ძვლები ხმაურობდა…სიკვდილი მაშინ არის ლამაზი, ვიღაცას რომ ძალიან დააკლდები”

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“ნინო კემულარიასთვის ჩხოროწყუში ჩატარებული პოეზიის საღამო უკანასკნელი აღმოჩნდა… ჰაერივით მსუბუქი, ტკივილებით გაჯერებული და ამოუთქმელი სევდით დაბერებული გოგონა გვერდით მეჯდა, მაგრამ სხვა სამყაროს მოქალაქე იყო… ვიცოდი, ვგრძნობდი, მიწაზე მასთან შეხვედრა უკანასკნელად ხდებოდა… რამდენიმე ლექსი წაიკითხა, სიტყვები არ მესმოდა, წინადადებებს შორის დეფისივით დასმულ ამოსუნთქვას უფრო ვუჯერებდი. ეს იმ გზის გავლის წინა პერიოდს ჰგავდა, არც ერთი რომ არ ვართ მზად, მაგრამ ყველას აუცილებლად მოგვიწევს…
დარბაზმა ზღვა სიყვარული გაატანა საგზლად, თავად კი გვითხრა -,,გახსოვდეს სიკვდილი”!..
ნუ მოვკლავთ ერთმანეთს, ეს ისედაც მოხდება… იმ დღეს ნინო გულში რომ ჩავიკარი, მარტო ძვლები ხმაურობდა…
სიკვდილი მაშინ არის ლამაზი, ვიღაცას რომ ძალიან დააკლდები…
უკვე დამაკლდი, სინათლის პოეტო!..”-წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯეიმს აპატურაი ფეისბუქში სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს

“არავის გაგიკვირდეთ ხვალ ავტობანი გადაკეტონ ღორებმა!”-დავით ქაცარავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“…მამაო , მამაო მეფე ხარ და ქრისტე ხარ…”(ვიდეო)

დატოვე კომენტარი