ოკუპაცია/დევნილები

«იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის»

დღეს, სასტუმრო «ქორთიარდ მერიოტის» საკონფერენციო დარბაზში ევროპული საქართველოსა და აფხაზთა კრების ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია: «იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის». ეს მორიგი გაგრძელებაა კამპანიისა «ბუჩამდე იყო აფხაზეთი».
ზემოხსენებული კამპანიის ფარგლებში 2022 წლის აქტივობები და შედეგები შეაჯამა ტაბულას ხელმძღვანელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მომხსენებლები იყვნენ: ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, აფხაზთა კრების ლიდერი, მალხაზ პატარაია, ტაბულას წარმომადგენელი, ლევან სუთიძე და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების წარმომადგენელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.
მალხაზ პატარაიამ ილაპარაკა იმ სამუშაოების სიდიდეზე და მნიშვნელობაზე, რომელსაც ეწევა აფხაზთა კრება, რომლის ფარგლებშიც ხდება აფხაზეთში 1991-93 წწ. რუსეთის მიერ
განხორციელებულ გაუგონარი სისასტიკის ფაქტების მოპოვება, რომელიც აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარებას საფუძვლად აუცილებლად დაედება.

ასევე შედგა ახალი ვებ-გვერდის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ასევე ამ კამპანიის ნაწილია.
ქალების უთქმელ ისტორიებზე, რომელიც ასახავდა ქალების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ფაქტებს, ისაუბრეს მომხსენებლებმა: ია შალამბერიძემ და თიკო ცომაიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

მედლის მესამე მხარე

«დევნილთა საოჯახო სამედიცინო ცენტრის» დირექტორი უსამართლოდ გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დატოვე კომენტარი