«ოკუპირებული ახალგორის მცხოვრებ ქალბატონ მარინა ქენქაძეს 2 დღის წინ დაუდგინდა ინფარქტი.ახალგორის კლინიკიდან
მარინა ქენქაძე გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში.
გამომდინარე იქედან, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაკეტა საკონტროლო გამშვები პუნქტი და არავის უშვებს არც ერთი მიმართულებით, მ.ქენქაძის თბილისში გადმოყვანის საკითხი გადაწყდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
დღეს მარინა ქენქაძეს გადმოიყვანენ თბილისში.
იმედს ვიტოვებთ, მარინა ქენქაძეს ქართველი ექიმები გადაარჩენენ.
პ.ს. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კლავს!»
დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძლა ერთობაშია»
Loading…