სკანდალი

იმედის არხე გასულ ფილმს აგვისტოს ომის შესახებ, ამავე არხის ჟურნალისტები აპროტესტებენ

იმედის არხზე გავიდა ფილმი აგვისტოს ომზე, რომელმაც უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც საზოგადოებში ასევე თვის არხის ჟურნალისტებში. მათ „ფეისბუკზე“ ფლეშმობით გააპროტესტეს.

„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების, „ქრონიკის“ ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

ფიმლის პროდიუსერობა თავის თავზე არხის გენდირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა აიოღო და განმარტა: „პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას. აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის“.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

მსროლელებს 1000 ლარები, რიგით პოლიციელებს 497,80 ლარი-გახარიამ 20 ივნისის ღამის სისხლიან დამრბევებს პრემიები დაუნიშნა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«ქართული მარშის წევრები ტრადიციების დასაცავად გამოდიან და ჩემთან, ლოგინში იწვნენ»

სკანდალი! მამა შიო მენაბდის შვილის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დავით სარალიძის სისხლი აღმოჩნდა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი