ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლად არ აღიარებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა:
„აფხაზეთს ტრადიციულად ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელარუსთან. ზაფხულობით ბელარუსი ტურისტები გვესტუმრებიან. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება. დაველოდებით ამ მომენტს“, — განაცხადა სერგეი შამბამ.