ანალიტიკაპუბლიკაციები

ილოცე!

რელიგიური თვალსაზრისით, ლოცვა არის ღმერთსა და ადამიანს შორის კომუნიკაციის საშუალება.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანების ემოციებს სასწაულების ჩადენა შეუძლია.

„მამაო ჩვენო“ — ლოცვის საიდუმლო.

მამაო ჩვენოს“ სახელით ცნობილ ლოცვაში იესომ ასე მიმართა ღმერთს: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (იოანე 17:26; მათე 6:9),   ყოველი ქრისტიანისთვის ბავშვობიდან ცნობილი ლოცვა „მამაო ჩვენო“ ან „უფლის ლოცვა“ /მთ. 6.9:13: /  უფლის ჯვარცმის და აღდგომისთანავე ფართოდ გავრცელდა და წარმოადგენს სრულიად ქრიტიანობის დოქტრინის კონცენტრირებულ შინაარსს. ლოცვა „მამაო ჩვენო“ შედარებით სრულყოფილი ლიტერატურული ქმნილება, რომელიც ოდესმე წერილობით დაფიქსირებულა, რასაც ადასტურებს ქალაქ პომპეიში ვულკანური ამოფრქვევის შედეგად მის დამარხვამდე ქრისტეშობიდან 79 წელს ნაპოვნი ლოცვა „მამაო ჩვენოს“ ტექსტი.  თუმცა დედანს უცვლელი სახით მაინც არ მოუღწევიაო, ამტკიცებენ მეცნიერები, რომელთა აზრით მთავარია არა სიტყვები, არამედ ლოცვაში ჩადებული სული და მიიჩნევენ, რომ არამეულიდან — ქრისტეს  მშობლიური ენიდან სიტყვასიტყვით თარგმანში ნიუანსებს შორის განსხვავება იგრძნობა, ხოლო ლოცვის სულსა და მისწრაფებაში — არა:

ვრცელდება ლოცვა „მამაო ჩვენოს“ ჭეშმარიტი ტექსტი არამეულიდან —ო, მსუნთქავო ცხოვრებავ, შენი სახელი ბრწყინავს ყველგან. გამოათავისუფლე სივრცე, რათა დაჯდეს შენი არსებობა. წარმოდექი შენი წარმოსახვით: შენი „მე შემიძლია“ ახლა! განასახიერე საკუთარი სურვილი ყველა შუქსა და ფორმაში! აღმოაცენე ჩვენგან პური და  აღავსე რწმენით ყოველი ჩვენი გაელვება.

გახსენი ჩვენი დამბორკავი წარუმატებლობის კვანძები, როგორც ჩვენ ვათავისუფლებთ კანაფის  ძაფებს, რომლითაც ვებღაუჭებით სხვების ცოდვებს! დაგვეხმარე არ დავივიწყოთ ჩვენი წყარო. გაგვათავისუფლე უმწიფრობისგან დავკარგოთ აწმყო.

ყოველი წარმოიქმნება შენგან: ხედვა, ძალა და სიმღერა შეკრებიდან შეკრებამდე.

დაე, ჩვენი შემდგომი ქმედებები აღმოცენდებიან აქიდან.

ამინ.

და დღეს ჩვენ ვლოცულობთ:

„მამაო ჩვენო!“

ხატი — სამსახა უფალი / იშვიათი მართლმადიდებლური ხატები.

 

„ვინც მასობრივი საინფორმაციო საშუალებებს ფლობს, ის სამყაროს ფლობს“

1938 წელს ამერიკის რადიომ გადასცა „სამყაროების ომები“. უელსის ეს სპექტაკლი რეალობად აღიქვეს და სანამ შეცდომა გასწორდებოდა, ადამიანების დიდი ნაწილი ისეთ პანიკაში ჩავარდა, რომ მთავრობა იძულებული გახდა ზომები გაეტარებინა: მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია, საბრძოლო მზადოფნაში მოიყვანეს სახანძრო და სანიტარული სამსახურები, ათასობით ამერიკელი მოქალაქეები ქალაქების დატოვებას ცდილობდნენ. მას დღემდე „სპექტაკლის მიერ შექმნილი პანიკის ეფექტი ქვია“. გამეორება ამდენი წლის შემდეგაც არ არის გამორიცხული: ერთნი იტყვიან, „ვაშა, გავიმარჯვეთ“ სხვები, „ უარესი არაფერი შეიძლება იყოს“.  დაუვუჯერებთ ვისაც გნებავთ, მაგრამ არა საკუთარ გამოცდილებას.

ეს არის  არაჩვეულებრივი, შეუმჩნეველი, ქვეცნობიერი შთაგონების შედეგი, როგორც ტვინის საკვები, უბრალოდ გართობა, ისე, რომ არც ხედავ და არც გესმის, რატომ უჯერებ…

მოკლედ რწმენა ისეთი რამეა, რომ მისთვის ადამიანები მზად არიან ერთმანეთს დაერიონ და ვინც მათ აზრს არ იზიარებს მათივე ცნებების საწინააღმდეგოდ — დაახრჩონ.

ჩვენ ცალცალკე არცერთმა რეალობა არ ვიცით. ვუჯერებთ იმას, ვისაც ვენდობით.

ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან: ერთნი რატომღაც ამტკიცებენ, რომ ღმერთი არ არსებობს, მეორენი — რომ ღმერთი არსებობს. ამასთან ორივე ჯგუფი დარწმუნებულია და პირზე ქაფმორეულები ერთმანეთს იმას უმტკიცებენ, რაც თავად არ იციან.

უცნაურია არა?

ეს რწმენის საკითხია.

Loading…

დაახლოებით იგივეა კორონავირუსთან დაკავშირებითაც. ერთნი დარწმუნებულები არიან, რომ ეს სასიკვდილო დაავადებაა და მთელ მსოფლიოში ტოტალური კარანტინია აუცილებელი, და სხვები, რომლებიც დარწმუნებულები არიან იმაში, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, დედამიწაზე გავრცელებული ისტერია და პანიკა ხელოვნურად ვრცელდება, რადგან კორონავირუსი ჩვეულებრივი სისულელეა, რომელიც არ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ორივე აზრი ვრცელდება  მედიასაშუალებების მიერ. მხოლოდ ერთნი ერთს ვუსმენთ, სხვები — მეორეს. საქმე იმაშია, რომ ვიღაცას ერთი აზრის გავრცელება აძლევს ხელს, ვიღაცას — მეორის. ვიღაცა ფულს იხდის ამაში, ვიღაცა იღებს. მოკლედ:

ფაქტია, ვინც კორონავირუსის არსეობობას ეჭვკქვეშ აყენებს, არ უნახავს ფილტვებში მილგაყრილი ავადმყოფი — მომაკვდავი რეანიმაციაში. ამიტომაც  თავდაჯერებულია.

და მაინც, ყველას აზრი მხოლოდ მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციას ეყროდნობა, რაც საბოლოოდ ასე ჩამოყალიბდა: გავრცელებული ვირუსის წინააღმდეგ მთელმა მსოფლიომ ვერ შეძლო კოორდინირებულად მუშაობა, ყველა ქვეყანამ საკუთარი პოლიტიკა შეიმუშავა, ამან შეაფერხა ლოკალიზება.

ადამიანთა რომელ ჯგუფსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, ყველა ლოცულობს, ისე ცხოვრებაში თუ არა, როცა გაუჭირდება, მაშინ მაინც. რაღაც გარკვეულ დროს უფლის ძალებს ყველა აღიარებს, რადგან ამის გამოცდილება აქვს, რწმენაც აქიდან მოდის, მაგრამ გონება დიდხანს არ იკავებს მას… გამოცდა წინაა…

ლოცვა „მამაო ჩვენო“ – „უფლის ლოცვა“ — ქრისტიანთათვის სხვა უამრავ ლოცვათაგან უმთავრესი ლოცვაა, რომელიც თავად უფალმა გვაჩუქა. უფლის შვილი — იესო ქრისტე მთაზე ქადაგებისას  საკუთარ მოსწავლეებს ამ ლოცვას ასწავლიდა. ერთი შეხედვით უბრალო სიტყვებში კაცობრიობის საჭიროებებია თავმოყრილია. ამავე დროს, სულის ხსნისკენ მიმართული საიდუმლო აზრი და მისწრაფებებია.

იმათაც, ვინც დიდად მორწმუნედ არ მიიჩნევს საკუთარ თავს, გამოუცდია და იცის ამ ლოცვის ძალა. მართალია, ყველა თავად განსაზღვრავს მიმართოს თუ არა მას. მაგრამ მორწუმუნეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით გართულებული გარემოებებისას.

ტექსტი ასეთია:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი. მოვედინ სუფევა შენი. იყავ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ!

საყოველთაო აღიარებით, „მამაო ჩვენო“ — უნივერსალური ლოცვაა. როგორც ღვთის სისტყვა მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერ საქმეში, ასევე უწმინდურისა და ათასგვარი უბედეურებისგან გადასარჩენად.

ძალიან ბევრი შემთხვევაა ცნობილი, როცა ამ სასწაულმოქმედი ლოცვით ადამიანებს თავი გადაურჩენიათ. ქრისტიანებს წმინდად სჯერათ, რომ ლოცვა „მამაო ჩვენოს“ აქვს უნარი ნებისმიერ ძნელ წუთს დაეხმაროს, იხსნას ხიფათისგან.

ამ ლოცვით მიმართავენ უფალს ქურდები და ყაჩაღებიც. მაგრამ ამ ლოცვის ძალა  მხოლოდ უბედურებისას როდი შეიცნობა. ითვლება, რომ თუ ყოველდღე წავიკითხავთ „მამაო ჩვენოს“ — ცხოვრება  სიკეთით და სინათლით აივსება.

ომიდან ერთი ჯარისკაცი ცოლს წერილში წერდა: რომ 1944 წელს გერმანელების მიერ იყო ალყაშეორტყმული და ელოდა სიკვდილს: „დაჭრილი ვიწექი ოთახში. გავიგონე ფეხის ხმა და გერმანული საუბარი. მივხვდი, რომ სიკვდილი მოვიდა. ჩვენები ახლოს იყვნენ, მაგრამ მათი იმედით ყოფნა უკვე სასაცილოდ გამოიყურებოდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაჭრილი ვიყავი, არამედ იმიტომაც, რომ ჩიხში აღმოვჩნდი. აღარაფერი დამრჩენოდა გარდა ლოცვისა. შინაგანად სიკვდილისთვის მოვემზადე, მაგრამ ლოცვა არ შემიწყვეტია. გერმანელს ტყვიები არ აღმოაჩნდა. თვისიანებთან მოლაპარაკება დაიწყო. ვხვდებოდი, რაღაც ისე არ წაუვიდათ… უცებ რატომღაც გაიქცნენ და ფეხებში ყუმბარა მესროლეს. ლოცვის ბოლო სიტყვა რომ წარმოვთქვი, მაშინ მივხვდი, რომ ის არ აფეთქდა“. ღირს იმაზე საუბარი, რომ სამყარომ მსგავსი შემთხვევები ბევრი იცის.

ლოცვის ცოდნის საიდუმლოებანი

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ლოცვას ყველა დაავადების განკურნვის ძალა აქვს.

ლოცვების სხვადასხვა სახის რაოდენობა არსებობს. რატომ?

როგორ ზეგავლენას ახდენს ლოცვა ადამიანზე და მის აზროვნებაზე. ეს ადამიანის სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის მიმართვა ნებისმიერი მიმართულების უფლისადმი.

ძველი ჩინეთის ჩანაწერებში არის ლეგენდა მწირზე, რომელმაც ქვეყანა იხსნა საშინელი დაავადების ეპიდემიისგან. ბერმა წაიკითხა ლოცვა, და დაავადებამ უკან დაიხია. თანამედროვე მეცნიერები თვლიან, რომ მას დაეხმარა რწმენა და დადებითი განწყობა. ამჟამად დადასტურებულია, რომ ჭეშმარიტი რწმენა სიყვარულის ვიბრაციას იწვევს და ზოგიერთ შემთხვევაში ეხმარება სერიოზული დაავადებების მკურნალობაში.

ყოველ რელიგიას  თავისი განსაზღვრული ლოცვა და ლოცვის ფორმა აქვს. ლოცვა აუცილებლად გულისხმობს რწმენის არსებობას, ანუ უფლის არსებობის აღიარებაა. ის შეიძლება იყოს როგორც სიტყვიერი, ასევე აზრობრივი და შეიცავდეს სათხოვარს ან მადლიერებას. ადამიანები მიმართავენ ლოცვას, როცა კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. წარმოუდგენელია ადამიანი, რომელიც ლოცულობს ეიფორიულად სიხარულით და ბენიერებით. ლოცვას მივმართავთ სიძნელეების ჟამას, ამით ვიმედოვნებთ ვინმეს გავუზიაროთ ჩვენი პრობლემები. ამ დროს გვჯერა, რომ  ლოცვა შესმენილი იქნება. ამ გზით, ლოცვა ათავისუფლებს ადამიანს სტრესისგან. თითქოს აჯანმრთელებს ორგანიზმს, ათავისუფლებს განგაშისგან.

მათლმადიდებელ ჟურნალსტთა კავშირის განცხადებით, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ ლოცვის ძალა ექსპერიმენტების გზით. ცდები 15 წელი გრძელდებოდა.

მეცნიერი მიხეილ ლაზორიკი

მეცნიერი მიხეილ ლაზორიკი — 166 პატენტისა და 15 ლიცენზიის ავტორი ჯერ კიდევ სტუდენტობისას ეწეოდა ლეიკოციტების გამოცდას. ეს არის სისხლის უჯრედები, რომელებიც ჩვენს ორგანიზმს იცავენ სხვადასხვა ინფექციური დაავადებების, მიკრობების შეღწევისგან. მეცნიერმა გადაწყვიტა გამოეკვლია ლოცვის ზეგავლენა ადამიანის სისხლზე.

„მორწმუნეთა ოჯახში გავიზარდე. ლოცვის ძალას არასდროს ვაყენებდი ეჭვქვეშ. ცნობილია, რომ ლოცვის და საეკლესიო გალობის შემდეგ ადამიანი დამშვიდებულად, სულიერად შემსუბუქებულად გრძნობს თავს. როგორც მეცნიერმა გადავწყვიტე კონკრეტული გამოკვლევით დამემტკიცებინა რწმენის ძალა და მენახა, თუ რა ხდება ფიზიკურ დონეზე? ნაწილობრივ ჩვენი მთავარ სითხეში — სისხლში?  — ადამიანები, რომლების დათანხმდნენ ექსპერიმენტში მონაწილეობას, სხვადასხვა სქესის, განათლების, სოციალური სტატუსის, პროფესიის იყვნენ, გადატანილი ჰქონდათ სსხვადასხვა დაავადებები (ათეროსკლეროზიდან, ჰეპატიტის და რევმატიზმის ჩათვლით). ცდამდე ვიღებიდით კაპილარულ და ვენურ სისხლს, ვაანალიზებდით. შემდეგ ცდისპირი ან მისი ნაცნობი კითხულობდა ლოცვებს ათი ოცი წუთი —  ძირითადად „მამაო ჩვენოს“. ამის შემდეგ კვლავ ვაკეთებდით ანალიზებს და უჯრედებში მორფო-ფუნქციურ თვისებას ვარკვევდით.

ჩვენი პირველი ცდისპირი დაავადებული ოსტეომიელიტით. ტკივილებისგან იტანჯებოდა. ლოცებს თავად არ კითხულობდა.  სხვა გვყავდა მოწვეული. ლოცვამდელი და ლოცვისშემდგომი სისხლის ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ფაგოზიტოზის მაჩვენებლები გაცილებით დაბალი იყო. ამან დაადასტურა, რომ სწორ გზაზე ვიდექით“. მომდევნო ექსპერიმენტებმა ანთების მაჩვენებლებში კლება აჩვენა. ასევე დადასტურდა, რომ ლოცვა ცვლის წყლის სტურქტურას. სხვადასხვა ერების რელიგიებში ჭამის წინ ლოცვების წაკითხვის  ტრადიციები არსებობს. ჩვენს წინაპრებიც აკეთებდნენ ამას.

ცდებით დამტკიცებულია, რომ ლოცვა წყლის კრისტალებში ლამაზ საოცრად ნათელ ვიბრაციას იწვევს.  შელოცვილ — წმინდა წყალს  მდგრადი სტრუქტურა აქვს და ენერგიას გადასცემს.

მეცნიერი აქვეყნებს ლოცვამდე და ლოცვის შედეგად წყლის მოლეკულების შეცვლილ სახეს, რომელიც ასე გამოიყურება:

ცნობილია შემთხვევები, როცა კომუნისტები ციხეში მყოფ მღვდელმსახურს თვენახევარის განმავლობაში ყოველდღიურად მხოლოდ პურის ნატეხს და ცოტა უვარგის წყალს აძლევდნენ. ბერი არ დაავადებულა. როცა მიზეზი კითხეს, უპასუხა,  რომ ამღვრეული გაურკვეველი სახის სითხის ყოველი დალევის წინ ლოცვას  წარმოთქვამდა.

ცნობილია შემთხვევები, როცა ადამიანები საკუთარ თავს ხანგრძლივი ლოცვით მკურნალობდნენ. რა არის ეს: რელიგიის სასწაულმოქმედი ზეგავლენა, თუ თავად ადამიანის ძალა? ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ თვითშთაგონებას ადამიანისთვის უზარმაზარი ძალა აქვს. ლოცვა ძლიერი მექანიზმია. ლოცვის წარმოთქმისას ადამიანი კეთილმოსურნედ განეწყობა. ის ითხოვს იმას, რაც მისთვის ამ წუთას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ ლოცვა არის არა აბსტრაქტული თავდაჯერება, არამედ კონკრეტული მისწრაფება, ამა თუ იმ მიზნის სათხოვარის რეალიზაციის მოწოდება.

ასე, რომ ლოცვა უძლიერესი ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია, რომელსაც ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე კეთილზემოქმედების თვისება აქვს, რომელიც აიხსნება არა ზებუნებრივი ძალებით, არამედ მეცნიერული კანონებით. ლოცვა ეს არის უფლისადმი მიმართვა იმ დროს, როცა მისი სჯერა.

ყველა რელიგიაშია საუბარი ლოცვის საჭიროებასა და იმაზე, რომ, თუ რამე არ გამოგდით უფალს პატიება თხოვეთ და შეევედრეთ, შეგაძლებინოთ. ანუ, ლოცვამდე შრომისმოყვარეობით და წესიერებით უნდა სცადოთ საწადელის მიღწევა. უფალს მიმართავენ შეუძლებელისთვის, შესაძლებლისთვის ადამინის სურვილიც საკმარისია.

ქეთევან ჩემია, ისრაელი

paqtebi.ge

 

მსგავსი პოსტები

არის თუ არა დემოკრატია შესაძლებელი ოლიგარქიაში ?!

საქართველო და „სტოკჰოლმის სინდრომი“

ნამდვილი ისტორიის დაწერა ეროვნული უსაფრთხოების საქმეა

დატოვე კომენტარი