covid-19

ილია II-სთვის PCR-ის გაკეთება არ იგეგმება — საპატრიარქო

ილია II-სთვის PCR-ის გაკეთება არ იგეგმება, სხვა თანამშრომლები გაიტესტებიან — ნათქვამია საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის თანამშრომლები საპატრიარქოში მივიდნენ.

პატრიარქი რისკ ჯგუფში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილის კორონავრიუსი დაუდასტურა.
«დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ. ღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ.

რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს», — წერია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რამდენ დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს?

ერთი ადამიანი გარდაიცვალა ოკუპირებჰლ აფხაზეთში

უკრაინაში კორონავირუსული ინფექციის 11 913 შემთხვევა დადასტურდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი