ჩეხეთში, პრაღის ცენტრში კარლის უნივერსიტეტში უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და დაზუსტებული ინფორმაციით 14 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
აღნიშნული ფაქტის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარებას გამოთქვა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიის მთავარეპისკოპოს რასტისლავს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
“დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა”
