ილია მეორე საერთაშორისო კონფერენციას, „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“, ვერ დაეწრო. კნფერენცია 12 თებერვალს გაიმართა. ეს ღონისძიება საქათველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისტავს მიეძღვნა. პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა განმარტავს, რომ კათალიკოსს სახის ასიმეტრიული სიმპტომები ერთი კვირის წინ დაეწყო. გამომწვევ მიზეზებად მისი გაციება სახელდება. ცისანა შარტავას თქმით, თუ ილია მეორის მდგომარეობა, მათ შორის ვიზუალური მხარე, 2 კვირაში თავისით არ გამოსწორდება, მცირე ფიზიოლოგიური თერაპია იქნება საჭრო. მის გამოჯანმრთელებამდე წირვა-ლოცვებს პატრიარქის მოსაყდრე შიო ჩაატარებს.
