იზოლირებული წერილები (რა იყო ეს ?!) – I ნაწილი

0
257
ორიოდე დღის წინათ მომხდარმა ერთ ინფორმაციამ ალბათ ბევრი სახტად დაგვტოვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ერთ-ერთი კლასტერის გამოკვლევის დროს ვერ გაარკვიეს ინფიცირების პირველწყარო, რადგან, როგორ ჩვენდა გასაკვირად და გასაოცრად გამოგვიცხადეს, ტესტირების შედეგად რამდენიმე პირს კორონავირუსი დიდი ხნის გადატანილი ჰქონდა.
ვინც კი ოდნავ გულისყურით მოისმინა ეს ინფორმაცია, ალბათ ჩემსავით დაემართა. როგორც კი ცოტათი გამოვერკვიე და აზრი დავალაგე გაჩნდა, გაჩნდა კი არა აღმომხდა, ერთადერთი და ბუნებრივი კითხვა – როდის კაცო?!
გასაგებია, რომ ეს ,,დიდი ხანი“ არის ამ სეზონის (2019-2020 წლის შემოდგომა-ზამთარი) და არა ადრინდელი თუ იმის წინანდელი და ჩინური ეპიდემიის პარალელური ან მანამდელი. ლოგიკურად ჩნდება შემდეგი უფრო დამაბნეველი შეკითხვაც – მაშინ საიდან მოვიდა?! ეს უფრო რთული კითხვაა, მაგრამ ამ ეტაპზე ორივეს რომ ვუპასუხოთ, პირველ რიგში ფაქტები უნდა დადგინდეს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას უფრო ფართო მსჯელობის საგანიცაა, მაგრამ არაფრისმომცემი, თუ არა არის ფაქტები.
ფაქტი თავად ზემოთნახსენები ინფორმაციაა ქობულეთიდან, რომელის უტყუარობას ადასტურებს ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტირება. ასეთ დროს არ არის ძნელი ვადის დადგენაც. საკმარისია ეს პირები გამოიკითხოს ავადმყოფობის კონკრეტულ გარემოებებზე, შემოწმდეს მათი ახლო ნათესავები, გამოიკითხონ ისინიც და ა.შ . მაგრამ, თუნდაც რომ მოხდეს უკიდურესი შემთხვევა, ვთქვათ, ყველამ უსიმპტომოდ გადაიტანა ავადმყოფობა და ვერცერთ მათგანთან ვერაფერი დადგინდა, რაც ძნელად წარმოსადგენია, კიდევ გვრჩება შესაძლებლობა. კვლევა უნდა გავაგრძელოთ სხვა ანალოგიური შემთხვევებზე, მათ შორის ლეტალურზე, რაც სახელმწიფოსთვის არცთუ ძნელი ამოცანა უნდა იყოს.
მეც დავადექი ამ გზას. სისტემა ,,გუგლის“ მეშვეობით დავიწყე ამ პერიოდის ფაქტების მოძიება, რომლებიც საბოლოოდ ლეგიტიმურს გახდიდა ზემოთმითითებულ შეკითხვებს და გარკვეულწილად პასუხს გასცემდა მათ. რადგან საძიებელ პერიოდში დაავადებას სახელი არ ერქვა, ძიება წარმოებდა სიკვდილიანობის შემთხვევებზე იდენტური მახასიათებლებით: ცხელება, ორმხრივი პნევმონია, მდგომარეობის სწრაფი დამძიმება, ფილტვების ვენტილაცია და აი რა სურათი მივიღე 2020 წლის მედიის მასალებით ( შემთხვევები ამოღებულია სხვადასხვა მედიაწყაროდან):
· 2020 წლის 5 იანვარი – თბილისში „პრივატ კლინიკაში” 8 წლის გოგონა გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში 1 კვირის წინ 3-დღიანი ავადობით შეიყვანეს მას სიცხე და ცხელების ფონზე სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, რის გამოც ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე გადაიყვანეს.მიუხედავად მკურნალობისა, მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებდა, დამძიმდა, გამოიხატა პოლიორგანული უკმარისობა და დასრულდა ლეტალური გამოსავლით.

Loading…

· 2020 წლის 8 იანვარი – თბილისში ასევე კლინიკაში 28 წლის გორელი გოგო გარდაიცვალა. დაღუპული გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თავდაპირველად მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა, სადაც 6 იანვარს შეიყვანეს და სუნთქვის მწვავე უკმარისობით . ექიმების ინფორმაციით იყო ცხელება, ხველა, სისუსტე. ახლობლების გადმოცემით პაციენტი 5 დღის განმავლობაში ბინაზე მკურნალობა. გორის ჰოსპიტალში შემოსვლისთანავე იგი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე და თანმხლებ დაავადება ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინეს, რომელიც არ იცოდა.
· 2020 წლის 8 იანვარი – ჭიათურაში 30 წლამდე ქალი დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ შემთხვევაში სეზონურ გრიპს ვერ დაადასტურეს. ახალგაზრდა ქალი ჭიათურაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ვირუსული სიმპტომებით 7 იანვარს შეიყვანეს, რომელიც სტაციონარში მოთავსებიდან საათნახევარში გარდაიცვალა.
· 2020 წლის 8 იანვარი — თბილისის ერთ−ერთ კლინიკაში 30 წლის მარიამ ბაღდაძე გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ის 6 იანვარს გახდა შეუძლოდ. თავდაპირველად კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, ოჯახის წევრების მოთხოვნით, თბილისის ერთ−ერთ კლინიკაში მოათავსეს. მას სამი შვილი დარჩა. წყაროს ინფორმაციით, ეს უკვე ვირუსით გამოწვეული მერვე ლეტალური შემთხვევა იყო.
· 2020 წლის 14 იანვარი – თელავში 5 თვის ორსული ქალბატონი ,სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციის გამო გარდაიცვალა. მას მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში აწუხებდა.
· 2020 წლის 23 იანვარი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრები 22 წლის აფხაზეთიდან დევნილი სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. მას ერთი კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი კლინიკაში არ გადაიყვანა. 19 იანვარს ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ახლობლებმა გადაიყვანეს. გოგონას მდგომარეობა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გაუარესდა, 20 იანვარს ის გადაყვანილ იქნა ქუთაისში კლინიკა “უნიქალ მედში”, სადაც პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და საჭირო გახდა მისი თბილისში გადაყვანა. სალომე გაგუა გვიან ღამით, გზაში გარდაიცვალა.გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ვირუსის სახეობა ვერ დადასტურდა.
· 2020 წლის 10 თებერვალი – ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტერცენციული მედიცინის ცენტრში ორსული ქალი გარდაიცვალა. 32 წლის ქალბატონი რაჭიდან იყო.სამედიცინო დაწესებულებაში ის მძიმე მდგომარეობაში , რესპირატორული ვირუსით ონის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს. მკურნალობის საჭირო კურსს პაციენტს 10 საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამგვარად, ჩვენი მოკვლევით, ოფიციალურად დასტურდება ვირუსისგან გარდაცვალების 11 შემთხვევა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე საყურადღებოა ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტება, რომ სწორედ ამ პერიოდში საქართველოში გავრცელდა ვირუსი, რომელიც ძალიან ჰგავდა კოვიდ19-ს, თუმცა იყო თუ არა ეს კორონავირუსი, ამის დადგენა მხოლოდ ტესტირებით არის შესაძლებელი.
როგორც თავიდან აღვნიშნე, ქობულეთში ჩატარებული ტესტირების პირველი შედეგები და ზემოთმოყვანილი ფაქტები ერთობლიობაში ადასტურებს საშიში ვირუსის საქართველოში გავრცელებას 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის იანვარში. ახლა ალბათ შეიძლება ვირუსის წარმომავლობაზე საუბარიც. ეს უკვე ნამდვილად არ არის ჩინური კვალი. სავარუდოდ, სხვაც იყო.
საქმე ის გახლავთ, რომ 2019 წლის 19 ნოემბერს რუსეთის ტელევიზიის 1-მა არხმა საინფორმაციო გამოშვებაში ვრცელი სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა კოვიდ-19-ის იდენტური ნიშნების ვირუსის ეპიდემიის 5 გუბერნიაში მასობრივად გავრცელებას და მიღებულ საკარანტინო ზომებს. გავრცელების სხვა წყარო ამ პერიოდისათვის არ არსებობდა ისევე, როგორც ვირუსის სახელწოდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უფრო მოგვიანებით ჩვენში გამოვლენილი კორონავირუსის ერთ-ერთი ე.წ. რომანოვების კლასტერი რუსული წარმომავლობისაა, ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ საშიში ვირუსის გავრცელების წყარო ამ დროს სწორედ რუსეთია.
ზემოთქმულით არაფერს ვამტკიცებ და დასკვნებს არ ვაკეთებ. უფრო მეტიც ეს ფაქტები დღევანდელ საფრთხეებს დღის წესრიგიდან არ ხსნის (სავარაუდოდ, მეორე, უფრო აგრესიულ ტალღასთან გვაქვს საქმე, თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის საგანია). აქ შეგახსენეთ მხოლოდ ფაქტები, რომელზედაც მსჯელობას კორონავირუსის კონტექსტში, ვფიქრობ, საკმარისი საფუძველი აქვს. ნათელია ისიც, რომ მხოლოდ ანტიგენებზე ტესტირებას შეუძლია ამ საკითხებში სრული სიცხადის შეტანა. დიდი მასობრიობაც არ არის საჭირო. პირველ ეტაპზე ტესტირება უნდა შეეთავაზოს გარდაცვლილთა ახლობლებს, სამედიცინო პერსონალს, რომელსაც ისედაც უნდა ჩაუტარდეს, და პირებს, რომელმაც ამავე პერიოდში ფილტვების ანთებითა თუ გრიპზე ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებეს მიმართეს.
წერილი პრაქტიკულად უკვე მზად მქონდა, როდესაც ქ-ნ ეკა კვესიტაძის 15 აპრილის გადაცემა ,,ღამის მთავარში“ ისევ ქ-მა მაია ბუწაშვილმა მოიყვანა მეტად საინტერესო, უკვე მეცნიერული მონაცემები. საქმე ეხება კორონავირუსის ახლანდელი ტალღის შესწავლას ბონის უნივერსიტეტის პროფესორის, ვირუსოლოგ ჰენდრიკ შტრეეკის და მისი 40 სტუდენტის მიერ “გერმანიის უხანად” წოდებულ რეგიონში – ჰაინსბერგის ოლქში პირდაპირ ეპიცენტში ჩატარებულ კლასტერულ კვლევას. ანტიგენებზე ტესტირების შედეგად გამოკვლეულთა 14 პროცენტს გამოუვლინდა ანტისხეულები, ე.ი. გაქანებული პანდემიის დროს ამ ადამიანებს უკვე გადატანილი ჰქონდათ კოვიდ-19.
ამ შემთხვევისთვისაც ხომ არ არის ლეგიტიმური ზემოთნახსენები კითხვები: როდის? საიდან?
მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ