იზოლირებული წერილები (კიდევ ფაქტები და უცნაური დასკვნა) II ნაწილი

0
207
წინა წერილში მოგახსენეთ ფაქტები ჩვენში დეკემბერი-იანვარში ვირუსის ეპიდემიის არსებობის შესახებ, რომელიც ძალიან ჰგავს და შესაძლებელია იყოს კორონავირუსი. ამ ვარაუდის სასარგებლოდ მივითითეთ 11 ლეტალურ შემთხვევაზე, სადაც გარეგნული სიმპტომების გარდა, კიდევ ერთი კანონზომიერება იკვეთება – სახლში რამდენიმედღიანი მკურნალობის შედეგად ვითარების უეცარი დამძიმება და მედიკოსების დაბნეულობა, რაც ვირუსის ამოცნობასა და მკურნალობის მეთოდებში გაურკვევლობაში გამოიხატა. ჩვენთვის ცნობილ 5 შემთხვევაში საავადმყოფოს გამოცვლაც შეიქმნა საჭირო (1 შემთხვევაში 2-ჯერ). ეს ძალიან გასაგებიცაა. ადამიანების უდიდესი უმრავლესობა, როგორც წესი, გრიპს თუ ვირუსს სახლში მკურნალობს. მეორე ტალღისგან განსხვავებით, თავიდან მათ არ იცოდნენ ახალი ვერაგი ვირუსის შესახებ და არც მედიკოსები იყვნენ გათვიცნობიერებული. ასე რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა არც ეს შემთხვევები იქნებოდა, ან მათი უმეტესი ნაწილი მაინც. რასაც გარდაცვლილთა ასაკიც მიუთითებს. ამასთან, უცნობია სხვა შემთხვევებიც. მათ შორის, ეს ეხება პნევმონიით გარდაცვალების შემთხვევებს, განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანებისა, რომლებიც დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირადა ჩანს.
ეს პერიოდი ყველას კარგად გვახსოვს. ვირუსი საკმაოდ გავრცელებული ოყო და ხშირად ძალიან მძიმედაც მიმდინარეობდა. ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება. ამ დროს სასამართლოში ძალიან ჭირდა საბუთების ჩაბარება. საათობით გვიხდებოდა ლოდინი, რადგან სულ ორიოდე ოპერატორი გვემსახურებოდა. როდესაც იქვე საცნობაროში ვკითხე, თუ რატომ არის ასეთი მდგომარეობა, პირბადიანმა გოგონამ მიპასუხა, რომ არ გვყოფნის სპეციალისტები, რადგან ვირუსი აქვთო. თანაც სიხარულით დასძინა, მე ღორის გრიპი მქონდაო, ანუ ისინი მასზე უარესად იყვნენ.
დავუბრუნდეთ ფაქტებს. ამ პერიოდში უკვე ვრცელდება მედიკოსთა გაფრთხილებები, რომ მეორე ტალღას ელიან. პარალელურად მოდის შემაშფოთებელი ცნობები ჩინეთსა და ირანიდან კორონავირუსის შესახებ, თუმცა 20 იანვარს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძემ აცხადებს, რომ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი თეორიულია.

Loading…

პირველად კორონავირუსი ოფიციალურად, როგორც ევროპიდან შემოსული, საქართველოში ფიქსირდება 26 თებერვალს, ხოლო კოვიდ 19-ით პირველი გარდაცვლილი-4 მარტს. ამგვარად, ვირუსის ორი ტალღას შორის ქრონოლოგიური წყვეტა თვალნათელია. ამასთან, მეორე ტალღისას არავინ საუბრობს სხვა საშიშ ვირუსის პარალელურად არსებობაზე არც იმავე, არც განსხვავებული სიმპტომატიკით და ერთმნიშვნელოვნად კორონავირუსი ფიქსირდება. ამავე დროს, ლეტალურ შემთხვევეს შორის შუალედი, თითქმის თვენახევარია.
მაშ, გვაქვს ფაქტებზე დამყარებული ვარაუდი ორივე ტალღისას ვირუსის ერთგვაროვნების შესახებ და კიდევ ერთი დაკვირვება-დაინფიცირებისა და გარდაცვალების ფაქტებიდან გამომდინარე ვირუსის შედარებით მსუბუქ მიმდინარობაზე, როგორც მიშვებულ პირველ, ისე დისტანცირებულ და დაკარანტინებულ მეორე ეტაპზე.
ამ ვითარების მიზეზეზად იმის მტკიცება, რომ მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება, საუკეთესო მედპერსონალი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და კანონმრჩილი მოქალაქეები გვყავს, ერთობ არასერიოზულია. განსაკუთრებით ხელისუფლების ნაწილში. უფრო მეტიც, 450-კაციანი სტატისტიკა ძალიან შეუსაბამოდ ჩანს იმ აშკარა შეცდომებსა და ჩავარდნებთან, რაც ჩვენ მოვიმოქმედეთ ან დროულად არ ვიმოქმედეთ:
  • არ დავიწყეთ მასობრივი ტესტირება, რაც ვირუსის ხელშემშლელი ფაქტორია და ამით პირიქით ხელი შევუწვყვეთ ვირუსის უკონტროლო გავრცელებას;
  • საგანგებო მდგომარეობის მიზეზად ავადმყოფობის შიდაგავრცელება დავასახელეთ, მაგრამ იმავდრიულად არ შეიცვალა სამედიცინო პროტოკოლი. ამის გამო, საკმაოდ დიდი პერიოდი ავდმყოფების დიასგნოსტიკა და მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა არ ხდებოდა, თუ ისინი, მიუხედავად აშკარა სიმპტომებისა, ვერ ადასტურებდნენ რომელიმე უცხოური კლასტერისადმი კუთვნილებას. მარნეულის შემთხვევა ამის მკაფიო დადასტურებაა, როდესაც დაინფიცირებული ავადმყოფი 3 დღე ჰყავდათ საავადმყოფოში ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, სხვა დიაგნოზით. მას არ ჩაუტარეს ტესტირება, საავადმოფოში ფაქტიურად შემხებლობა ჰქონდა 300 ადამიანთან, მონაწილობდა სხვადასხვა ოჯახურ რიტუალში და მუშაობდა საკუთარ მაღაზიაში ქალაქის ცენტში;
  • სახელმწიფომ ვერ შეძლო რელიგიური შეკრებების აკრძალვა, რომლებიც საკმაოდ ხალხმრავალი იყო მთელს საქართველოში.
აქ საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება. იმ 450 პაციენტიდან, რომლებიც სტაციონარში იქნა მოთავებული, სულ 12 იქნა მიერთებული სუნთქვის აპარატთან, რაც მძიმე შემთხვევების ძალიან დაბალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით. თანაც დააკვირდით. როგორც ცნობილია, აგრესიულობით განთქმული ვირუსი ძალიან სწრაფად და ფართოდ ვრცელდება ,,დომინოს პრინციპით“. არცერთ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან აშკარა იყო, რომ ვირუსი იფეთქებდა, ამ პრინციპმა ჩვენში არ იმუშავა. სადღაც დომინოს ქვები არ წაიქცა, ვირუსს წინააღმდეგობა შეხვდა. ეს არ მომხდარა არცერთ ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში; არც სვანეთში სადაც დავირუსებულმა ავადმყოფმა 50-კაციანი დაბადების დღე გადაიხადა; არც სამეგრელოში, როდესაც ასეთმა ავადმყოფმა სპორტსმენმა ნახევარი სამეგრელო შემოიარა და მოიკითხა; არც მითუმეტეს უსიმპტომო ვირუსმატრებლებისგან, რომლებიც არც კი ვიცით რამდენია. სპეციალისტთა აზრით, ასეთია 80 % და ოფიციალურად აღრიცხულიდან თუ გამოვთვლით, 1800 კაცი მაინც არის ჩვენს შორის.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სხვა ქვეყნებში, მიუხედავად გატარებული მკაცრი საკარანტინე ღონისძიებებისა, დაინფიცირების სტატისტიკა მაინც საკმაოდ მაღალი იყო (ჩვენზე შეუდარებლად მაღალი), სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ არსებობს რაღაც მნიშვნელოვანი უცნობი მიზეზი ან მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს კოვიდ19-ის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა საქართველოში.
სამწუხაროდ, ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გაიცემა, რაც ყველაფერი მეტნაკლებად მინელდება, საკმარის მასშტაბით ჩავატარებთ ამ ყბადაღებულ ტესტირებას (განსაკუთრებით ანტიგენებზე), ცხოვრებისა და აზროვნების შედარებით მშვიდ რიტმს დავუბრუნდებით და, რაც მთავარია, სპეციალისტებისგან საფუძვლიანად იქნება გამოკვლეული ყველა პრობლემური ასპექტი.
ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური დასკვნაა. ის მხოლოდ კონკრეტულ ცნობილ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდია, მაგრამ დაფიქრებად და მსჯელობის საგნად ნამდვილად ღირს, რადგან მომავალი მოქმედებებისათვის არც ისე დიდ ცოდნა გვაქვს და რაც ასე ძვირფასია – დრო.
მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ