განცხადებები

ივერი მელაშვილის მეუღლის განცხადება

აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების განხორციელების ბრალდებით დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლის განცხადებით, საქმეს პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად. მისი თქმით, არჩევნების წინ აღნიშნული საკითხის წამოწევა ეჭვს აჩენს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, წარმოაჩინოს, თითქოს წინა ხელისუფლებას გარკვეული ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემა სურდა.

„აბსურდულია და მართლაც წინასაარჩევნოდ არის ეს თემა წამოწეული. ესაა დიდი სპექტაკლი, რომელსაც დიდი ხანია დგამდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომისია შეცვალეს, გამიჩნდა ეჭვი რომ რაღაცას აპირებდნენ. ამდენი ხნის განმავლობაში, 8 წელია მოსული არიან ესენი, თუ რამე იყო შეცდომა, ნუთუ მაშინვე ვერ ნახეს? ან ეს ახალმა კომისიამ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ნახა? ისიც ხომ სისულელეა, რომ როცა პატრიოტი ხარ და შენს ქვეყანაზე გული შეგტკივა შენი ქვეყნისთვის გამოსადეგი ინფორმაცია დამალო? დაკავებულები ორ გოლიათს შორის იჭყლიტებიან. ესენი არ არიან პოლიტიკური პიროვნებები, ესენი არიან ჩვეულებრივი ხალხი, რომლებიც მუშაობენ თავიანთი ქვეყნისთვის“, — განაცხადა დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბავშვს თეთრად ჰქონდა, დუჟი ამოსული…მივედი ადიელა გადავხადე და გარდაცვლილი იყო უკვე ბავშვი»-აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა დეტალებს იხსენებს

«არჩევანი -არჩევნების მოსაპოვებლად! აი ეს ბრძოლა იწყება ! გარეთ კი 21-ე საუკუნეა- ვაი სირცხვილო, ეს ვინ მოვიყვანეთ!»-თაკო ჩარკვიანი

მუსიკალურად უნდა აღვზარდოთ ბავშვები — ელისო ბოლქვაძე

დატოვე კომენტარი